სოციალურ ქსელში ნეიმარისა და დონარუმას პირადი მიმოწერა გავრცელდა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა მადრიდის “რეალმა” “პსჟ” – 3:1, ორი მატჩის ჯამში კი – 3:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის ფეხბურთელები ერთმანეთს გასახდელში დაუპირისპირდნენ და წაგებაში თანაგუნდელებს ადანაშაულებდნენ. Marca-ს სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ნეიმარი და ჯანლუიჯი დონარუმა ერთმანეთს გასახდელში დაუპირისპირდნენ, თავად […]
მესის პასი და მბაპეს გოლი 93-ე წუთზე | VIDEO
მანჩესტერი რანგნიკთან აღარ ითანამშრომლებს – ეშმაკები ახალ მწვრთნელს ეძებენ
უდიდესი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” რალფ რანგნიკთან თანამშრომლობას არ გაახანგრძლივებს და მას, როგორც სრულფასოვან ახალ მთავარ მწვრთნელს არ განიხილავს. ოლე გუნარ სოლსკიაერის სრულფასოვანი შემცვლელის მოყვანას “წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობა ნორვეგიელი სპეციალისტის მუშაობის პერიოდიდანვე ცდილობდა, რალფ რანგნიკი კი მხოლოდ დროებითი მწვრთნელის ფუნქციის შესასრულებლად დანიშნეს. ამ მომენტისთვის, “წითლების” სიაში, ამ პოზიციის დამკავაბელ პოტენციურ კანდიდატებს შორის “პსჟ-სა” და “აიაქსის” ხელმძღვანელები, […]
კილიამ მბაპემ გოლი 8 წლის გოგონას მიუძღვნა | VIDEO
RMC Sports-ის ცნობით, “პარი სენ-ჟერმენი” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურის მატჩში “ბრესტის” წინააღმდეგ (2:0) გატანილი გოლი ახალგაზრდა გულშემატკივარს მიუძღვნა, რომელსაც სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს. 8 წლის კამილამ, რომელსაც ე.წ VACTERL-ის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მბაპეს ახალი წელი მიულოცა და სთხოვა “პსჟ-დან” არ წასულიყო. მოგვიანებით, სოციალურ ქსელებში მისი პოსტის ქვეშ, ბევრი შეურაცხმყოფელი კომენტარი […]
ქარიმ ბენზემამ შესაძლოა მადრიდის რეალი დატოვოს
მადრიდის “რეალის” ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, ქარიმ ბენზემამ შესაძლოა კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა ავრცელებს და წერს, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ “სამეფო კლუბი” დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს გაიფორმებს. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ცნობით, საფრანგეთის ნაკრების ფორვარდს არ სურს, რომ გუნდში სათადარიგო მოთამაშის როლი ითამაშოს და კლუბის ხელმძღვანელობას ამის შესახებ […]
ოფიციალურად: ევერტონმა რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა
რაფაელ ბენიტესის ხანმოკლე, მაგრამ არასასიამოვნო პერიოდი “ევერტონში” დასრულდა. კლუბმა ახალი ამბავი ოფიციალურად მოკლე შეტყობინებით დაადასტურა, რაც მიანიშნებს, რომ აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის მიმართ კარგი დამოკიდებულება არ აქვთ. “ევერტონს” შეუძლია დაადასტუროს, რომ რაფაელ ბენიტესი მთავარი გუნდის მწვრთნელის პოსტიდან წავიდა”, – წერს “კანფეტების” ოფიციალური ვებ-გვერდი. Everton Football Club can confirm the departure of Rafael Benitez as first […]
როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე?
ცნობილია, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, როდის დაბრუნდება ლიონელ მესი მოედანზე. Mundo Deportivo-ს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი “პსჟ-ს” და არგენტინის ნაკრებს ჯამში ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარება და მოედანზე სავარაუდოდ, თებერვალში დაბრუნდება. “პარი სენ-ჟერმენს” შემდეგი შეხვედრა 16 იანვარს, საფრანგეთის ლიგა 1-ში, “ბრესტის”, 21-ში კი იგივე ტურნირზე უკვე “რეიმსის” წინააღმდეგ ელის. რაც შეეხება არგენტინის ნაკრებს, რომელსაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე […]
“დაბრუნებას მოუთმენლად ველი” – ლეო მესიმ კორონავირუსი დაამარცხა
“პსჟ-ს” არგენტინელი სუპერვარსკვლავი 2022 წელს სოციალურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ კორონავირუსი დაამარცხა და მოედანს მალე უნდა დაუბრუნდეს. “შუაღდე მშვიდობისა! მოგეხსენებათ, მე მქონდა COVID19 და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ შეტყობინებისთვის, რომელიც მივიღე და გითხრათ, რომ იმაზე მეტი დრო დამჭირდა, ვიდრე მეგონა, რომ კარგად გავმხდარიყავი, მაგრამ თითქმის გამოჯანმრთელებული ვარ და ნამდვილად მოუთმენლად ველი, მოედანზე […]
Netflix-ი ნეიმარის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს | VIDEO
Netflix-ი “პსჟ-ს” ვარსკვლავის, ნეიმარის შესახებ სამნაწილიან დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს, რომელშიც ბრაზილიელი შემტევის “სანტოსიდან” დღევანდელ დღემდე განვლილი კარიერა იქნება ასახული და მისი ცხოვრება როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა გამოჩნდება. “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოთამაშეა და რა თქმა უნდა, მის შესახებ აზრი იყოფა – მას როგორც გულშემატკივრები, ისე მოძულეებიც ჰყავს. 29 წლის ფეხბურთელის პროფილი საინტერესოა […]
მადრიდის რეალი საქმეში დაბრუნდა – ესპანელებს მბაპე იანვარშივე სურთ
იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]
თვითიზოლაციაში მყოფმა ლეო მესიმ არგენტინა დატოვა
პაპარაცების მიერ მოპოვებული ფოტო-მასალების მეშვეობით, ცნობილი ხდება, რომ ლიონელ მესიმ მშობლიური ქალაქი, როსარიო დატოვა და პარიზის მიმართულებით გაემგზავრა. როგორც რამდენიმე წყარო წერს, არგენტინელი სუპერვარსკვლავის პასუხი კორონავირუსის ტესტზე უარყოფითია და მან სამშობლო კერძო თვითმფრინავით დატოვა. Lionel Messi has left Rosario and is on his way to Paris through a private plane. His PCR came out negative. This via Ole and […]
კატასტროფული ვარდნა – უმტიტის ფასი ბოლო სამ წელიწადში 68 მილიონით შემცირდა
სამუელ უმტიტი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ის წარმომადგენელია, რომელზეც უდიდესი ავანსები იყო გაცემული, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებად იქცა. საფრანგეთის ნაკრების ცენტრალური მცველის კარიერული რეგრესი მის სატრანსფერო ფასშიც აისახა, რაც საბოლოო ჯამში გასაოცარ ციფრებს გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ მაშინ, როცა 28 წლის ფეხბურთელი კარიერის პიკში იყო, ანუ 2018 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის დროს, მისი ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით, 70 […]