იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ესპანური Marca წერს, რომ მადრიდის “რეალი” მზად არის, კილიან მბაპე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშივე დაიმატოს. ჯოვანი ბრანჩინი, ფეხბურთელების აგენტი და ადამიანი, რომელსაც აქვს საკმაო ავტორიტეტი იმისთვის, რომ ისაუბროს მაღალი დონის ტრანსფერებზე და ბაზარზე არსებულ ნდობაზე, ინტერვიუ მისცა La Gazzetta-ს, სადაც აღნიშნა, რომ “პსჟ-სა” და მადრიდის “რეალს” შორის მბაპეზე მოლაპარაკებები არსებობს […]