“ლივერპულს” ურთულესი კალენდარი აქვს. იურგენ კლოპის გუნდს ერთბაშად რამდენიმე ტურნირზე უწევს გამოსვლა. ჩემპიონთა ლიგის, პრემიერლიგის, ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასების გარდა, მერსესაიდელებმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც უნდა ითამაშონ. აქედან გამომდინარე, კალენდარი ისე დალაგდა, რომ “ლივერპულს” არასრული 1 დღის განსხვავებით ორი მატჩი ელის, თანაც სხვადასხვა კონტინენტებზე. 17 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის 1/4-ფინალში, “ლივერპულს” “ასტონ ვილასთან” დაპირისპირება ელის, […]