“მესი, მესი…” – შეძახილები და გაცხარებული კრიშტიანუ რონალდუ | VIDEO
ყოფილმა ფეხბურთელმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ და კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელმა პატრის ევრამ ლიონელ მესი გააკრიტიკა და მისი შრომისმოყვარეობა გააკრიტიკა. “მესი, რომ რონალდუსავით შრომისმოყვარე იყოს 15 ოქროს ბურთი ექნებოდა.“ აღნიშნული კრიტიკა “პსჟ-ს” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას მოჰყვა. პარიზელები “ბაიერნთან, ორი შეხვედრის ჯამში, 3:0 დამარცხდნენ და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს გამოეთიშნენ. ევრა ერთადერთი არ იყო ვინც მესის ასპარეზობამ […]
“მესის ბურთის კონტროლი ტელეფონის ჯიხურშიც შეუძლია” – მარტინ კიოუნი
პირველი 1/4-ფინალური წრე დასრულებულია და ერთი 1/2-ფინალური წყვილი უკვე ცნობილია. 13 დეკემბერს, ფინალის საგზურისთვის, ერთმანეთს არგენტინა და ხორვატია დაუპირისპირდებიან. ამ უკანასკნელმა შეძლო და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია გამოთიშა ასპარეზობას. რაც შეეხება არგენტინას. მათ ნიდერლანდელებთან ძალიან მძიმე ბრძოლა მოუწიათ. ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, სადაც ლუი ვან გაალის ბიჭებმა თავი დიდად ვერ გამოიჩინეს. […]
“მესის თავგადასავალი ბარსაში არ დამთავრებულა” – ჟოან ლაპორტა
“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იმედოვნებს, რომ ლიონელ მესისა და კატალონიური კლუბის ურთიერთობა არ დასრულებულა. “მესი ყველაფერი იყო. “ბარსელონას” ისტორიაში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო, თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვიყავით მივგვეღო ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. იმედი მაქვს, რომ მესის თავგადასავალი “ბარსაში” არ დასრულებულა. როგორც პრეზიდენტმა მე ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მასთან ვალში ვარ. ჩვენ […]
“მესის კონტრაქტში არსებული ციფრები შოკისმომგვრელია”,- ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრი
ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრმა ხოსე მანუელ ურიბესმა ლეო მესის კონტრაქტის შესახებ გააკეთა კომენტარი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში არსებული ციფრები განუზომელი და შოკისმომგვრელია. მესისა და “ბარსელონას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით კონტრაქტის საერთო ღირებულება 555 237 619 მილიონი ევროა. ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ მესისა და “ბარსელონას” შორის 2017 წელს გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. ესპანური გამოცემის მიხედვით, […]
“მესის ყელში აქვს ამოსული საუბრები მისი მომავლის შესახებ”, – ალფრედო მარტინესი
ლიონელ მესის მომავალი მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა, მაგრამ როგორც ჩანს არგენტინელი ვარსკვლავი მის სამომავლო გეგმებზე მოლაპარაკებებმა უკვე საკმაოდ გადაღალა. სპეკულაციები ლეო მესის რომელიმე კლუბში გადასვლაზე სულ უფრო გააქტიურდება, ვინაიდან “ბარსელონასთან” კონტრაქტის ამოწურვის ვადა ძალიან მოახლოვდა. “მესის ყელში აქვს ამოსული საუბრები მისი მომავლის შესახებ, ანუ იმ თემაზე, პარიზულ გრანდში გადავა თუ რომელიმე სხვა კლუბში” […]
“მესისთან კონტაქტი არ გვქონია” – მატეუ ალემანი
უკვე დიდი ხანია რაც ლიონელ მესის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე იწერება. ესპანური მედიის წარმომადგენლები მრავალ მინიშნებას იძლევიან იმასთან დაკავშირებით, რომ არგენტინელი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდება. რამდენიმე დღის წინ, “პსჟ-ს” თავდამსხმელი ბარსელონაში ოჯახთან ერთადაც კი იყო. ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელს აეროპორტში მისი მრჩეველი პეპე კოსტა დახვდა. სოციალურ ქსელში ის ვიდეო, სადაც მესი მის ყოფილ თანაგუნდელებს, ხორდი […]
“მოხუცი ქალბატონი ავტობუსის გავლას ელოდება” – რა შეფასებები მოჰყვა მესის უცნაურ გადაადგილებას?
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, “ბარსელონამ” კიევის “დინამო” – 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები ლიონელ მესიმ და ჟერარდ პიკემ გაიტანეს. საინტერესო გამოდგა მატჩის ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა გუნდის კაპიტანმა მეტოქის ფეხბურთელი საკუთარ ნახევარზე შეუფერხებლად გამოატარა და მისთვის ხელიც კი არ შეუშლია, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ფაქტობრივად გაუნძრევლად იდგა. ამ ეპიზოდს ინტერნეტ-სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საიდანაც […]
“მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს სურდა” – ვის სთხოვა ლეო მესიმ მაისურის გაცვლა 10 წლის წინ?
მიუხედავად იმისა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი კოლექციის მფლობელია, რომელიც ოდესმე გვინახავს, ლიონელ მესი მაისურების გაცვლით ძალიან დაინტერესებული ფეხბურთელი არ არის. ჩვეულებრივ, მესი არ სთხოვს მაისურის შეცვლას მეტოქეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არ თამაშობს არგენტინელ კოლეგასთან, მაგრამ იყო გამონაკლისი და ეს ლეოს კარიერის სტარტი გახლდათ, როცა იგი ზინედინ ზიდანს შეხვდა. “არ ვარ იმ ფეხბურთელებს […]
“სრული მხარდაჭერა ლეო” – პუიოლი და სუარესი მესის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ
ევროპის ერთბაშად ყველა წამყვანი საფეხბურთო გამოცემა იუწყება, რომ ლიონელ მესიმ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კლუბის დატოვების სურვილი შეატყობინა. ინფორმაციიის გავრცელების შემდეგ, “ბლაუგრანას” კაპიტანს და 6 ოქროს ბურთის მომგებ სუპერვარსკვლავს ყოფილმა და მოქმედმა თანაგუნდელებმა, შესაბამისად, კარლეს პუიოლმა და ლუის სუარესმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. “პატივისცემა და აღტაცება, ლეო. სრული მხარდაჭერა შენ ძმაო”, – წერს კატალონიელთა ყოფილი კაპიტანი და ცენტრალური მცველი […]
“სტადიონს მესის სახელს უნდა ვარქმევდეთ, რეალურად კი რა ხდება?!” – პიკე ხელმძღვანელობას უპირისპირდება
“ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ლეო მესის გუნდიდან შესაძლო წასვლის და ხელმძღვანელობის შეცდომების შესახებ ისაუბრა, “იმ პერიოდში მე ლიონელს პრაქტიკულად არ ვეკონტაქტებოდი, რადგან ეს ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა. მახსოვს მხოლოდ ერთი შეტყობინება, რომელიც მას გავუგზავნე: “ლეო, ერთი წელია დარჩენილი, შემდეგ სხვა ხალხი მოვა. მესი, როგორც სხვა არავინ, იმსახურებდა არჩევანის გაკეთების თავისუფლებას და თუ ის დარწმუნებული იყო, […]
“უდიდესი უპატივცემულობა”, – ფერდინანდი მესის კედლის მიღმა დაწოლაზე
28 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე წრის შეხვედრების ნაწილი გაიმართა, სადაც დღის ცენტრალური მატჩი “პსჟ”-სა და “სიტის” შორის გასამართი შეხვედრა გახლდათ. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება დაძაბულობით აღსავსე გამოდგა, თუმცა ფრანგებმა დამაჯერებლად იმარჯვეს – მათ ორივე ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაიტანეს. შეხვედრის მეორე ტაიმში ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, ლეო მესიმ, ფრანგული კლუბის რიგებში […]