ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე ადგილზე გადავიდა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეოთხე საუკეთესო ბომბარდირია. მერვედფინალის საპასუხო მატჩში, რომელიც “ეტიჰადზე” შედგა, ფრანგმა ფორვარდმა ტურნირზე კარიერაში 65-ე გოლის გატანა შეძლო, რის მერეც რობერტ ლევანდოვსკის გადაასწრო. პოლონელი ფორვარდის მონაგარი 64 გოლია, თუმცა მისი გუნდი – ბენზემასგან განსხვავებით – მიმდინარე სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს. მათზე მაღლა მხოლოდ სამი ფეხბურთელია, […]
კადრები, რომელიც აჩვენებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შვილი უდიდეს ტალანტად ყალიბდება | VIDEO
ნანიმ სამშობლო დატოვა და ამერიკაში გადაბარგდა
რამდენიმე წუთის წინ, Transfermarkt-მა დაადასტურა, რომ 32 წლის ევროპის ჩემპიონი – პორტუგალიელი ლუის ნანი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. პორტუგალიელმა შემტევმა სამშობლო დატოვა და ამერიკაში გადაბარგდა, იგი “ორლანდო სიტიში” ითამაშებს. ნანი “ორლანდოში” უფასოდ გადავიდა. მან ლისაბონის “სპორტინგის” შემადგენლობაში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლის გატანა შეძლო.
ჩემპიონთა ლიგაში ქართველი ლეგიონერების მეტოქეები ცნობილია
31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას 4 ქართველი ლეგიონერის გუნდი იღებს და მათი მეტოქეები უკვე ცნობილი გახდა. ლაშა დვალის “ფერენცვაროში” ხორვატულ ზაგრების “დინამოს” დაუპირისპირდება, გიორგი ჩაკევტაძისა და გიორგი ქვილითაიას გუნდის მეტოქე ავსტრიული ვენის “რაპიდი” იქნება, ხოლო ნიკა ნინუას […]
მათს ჰუმელსი: “ვერ ვიჯერებდი, რომ მსაჯმა ასეთი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც დორტმუნდის “ბორუსია” საშინაო კედლებში, ამსტერდამის “აიაქსთან” – 1:3 დამარცხდა, გერმანული გუნდის ცენტრალურმა მცველმა, მათს ჰუმელსმა მთავარი არბტირის, მაიკლ ოლივერის მიერ პირველ ტაიმში მიღებული გადაწყევტილება გააპროტესტა – 29-ე წუთზე, ინგლისელმა 32 წლის ფეხბურთელი მოედნიდან პირდაპირ ნაჩვენები წითელი ბარათით გააძევა. მათს ჰუმელსის საკამათო გაძევება აიქსის წინააღმდეგ | VIDEO “წარმოდგენა არ […]
იუნაიტედი ბრუნო ფერნანდეშის ყიდვასთან ახლოს არის
წინა სეზონში ბრუნო ფერნანდეშს არაერთი ინგლისური კლუბი ეპატიჟებოდა. ყველაზე ახლოს პორტუგალიელთან “მანჩესტერ სიტი” გახლდათ, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა. ფერნანდეში “სპორტინგში” საოცარ ფეხბურთს გვაჩვენებს. 52 ჩატარებულ შეხვედრაში 31 გოლი. პორტუგალიელმა ჟურნალისტმა ფილიპე დიასმა “Sky Sport-თან” საუბარში განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან ახლოს არის ფერნანდეშის შეძენასთან. ტრანსფერის ფასი 55 მილიონი ევრო გახლავთ. ლისაბონის “სპორტინგს” ამ მომენტში […]
პელეს შემდეგ ბიკანიც – კრიშტიანუ რონალდუმ საფეხბურთო ისტორიის რეკორდი გაიმეორა
იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მატჩში ბოლო გოლის ავტორი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც მოდენელთა კარი შეხვედრის 92-ე წუთზე აიღო და ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევა გაიმეორა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში გატანილი მე-15 გოლით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოფიციალურ შეხვედრებში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, იოზეფ ბიკანის რეკორდი გაიმეორა. საქმე […]
პეპ გვარდიოლა: “თუ ეს კომპონენტი არ გავაუმჯობესეთ, დიდ გუნდებთან დავისჯებით”
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “მანჩესტერ სიტიმ” სტუმრად პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი, ლისაბონის “სპორტინგი” – 5:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ შეხვედრა შეაფასა და მის გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. “ზოგიერთმა ფეხბურთელმა უხარისხო ფეხბურთი აჩვენა, ბურთი ადვილად დავკარგეთ, მაგრამ ჩვენი დღევანდელი გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველ შვიდ წუთში დავინახეთ, რამდენად […]
ვის ყიდულობს მანჩესტერი? – ბრუნო ფერნანდეშის არასპორტული საქციელი (ვიდეო)
ლისაბონის “სპორტინგი” პორტუგალიის თასის ნახევარფინალში “ბრაგასთან” 1:2 დამარცხდა და ტურნირის გამოეთიშა. “ლომებმა” შეხვედრა 8 ფეხბურთელით დაასრულეს, დაძაბულ შეხვედრაში დედაქალაქელების ფეხბურთელებმა სამი წითელი ბარათი მიიღეს. თამაშის დასრულების შემდეგ, “სპორტინგის” ლიდერი ბრუნო ფერნანდეში ძალიან ცუდ განწყობაზე იყო, რაც მის რამდენიმე არასპორტულ საქციელშიც გამოიხატა. ჯერ იყო და ფერნანდეშმა დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან იკამათა, შემდეგ მასთან მისული ქომაგი უყურადღებოდ დატოვა, […]
მესი თუ რონალდუ? – მესუთ იოზილის არჩევანი
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ შეკითხვას უპასუხა – ლეო მესი თუ კრიშტიანუ რონალდუ. გერმანიის ნაკრების ყოფილი გამთამაშებლის აზრი ასეთია: “ლეო მესიმ საკუთარი შესაძლებლობები დაამტკიცა, როგორც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა”. 32 წლის “მეთოფე” და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ერთად 2010-13 წლებში თამაშობდნენ და ერთად ლა ლიგა, კოპა დელ […]
რონალდუს და ჩაკვეტაძის ყოფილ მწვრთნელთან: მიქაუტაძე მეცში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ “მეცში” დაბრუნდა. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითებულ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად ითამაშებს ქართველი ფეხბურთელი 2022/23 წლების სეზონში. ბელგიური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, 21 წლის თავდამსხმელმა “სერენი” დატოვა და “მეცში” დაბრუნდა, გუნდში, რომელთანაც მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, თუმცა დიდია იმის ალბათობა, […]
ოფიციალურად – ბრუნო ფერნანდეში იუნაიტედის ფეხბურთელია
სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ბრუნო ფერნანდეში “წითელ ეშმაკებს” 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება “სპორტინგი” დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც სპორტინგი მიიღებს დამატებით 15 მილიონ ევროს, თუ ბრუნო რაიმე პირად ჯილდოს მიიღებს. ბრუნომ “იუნაიტედში” 18 ნომრიანი მაისური მოირგო.