Live.ge-ს ინფორმაციით, თბილისის “მერანმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას პირველი ფეხბურთელი დაიმატა. ეროვნული ლიგის დებიუტანტ გუნდს ახალგაზრდა თავდამსხმელი შეემატა. 16 წლის გიორგი ხაბულიანს აქამდე საქართველოს ეროვნულ ლიგაში არ უთამაშია, ის ჯერ “საბურთალოს” აკადემიაში, შემდეგ კი ბარსელონაში, “მარსეტის” საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა. რამდენიმე დღის წინ, გუნდი გამოცდილმა თავდამსხმელმა გიორგი ნიქაბაძემ დატოვა, რომელიც ბათუმის “დინამოში” ნიკოლოზ საბანაძის წასვლის შემდეგ გადაბარგდა. […]