გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა – გიორგი ჭიაბრიშვილი “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი გახდა. როგორც ჩანს, 40 წლის სპეციალისტს და თბილისურ კლუბს ხანგრძლივი თანამშრომლობის გეგმა აქვთ, რადგან მხარეებმა სამწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. “რკინიგზელთა” პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი მთავარი მწვრთნელი ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს უკვე წარუდგინა. ხვალ კი, ახალგაზრდა სპეციალისტი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს და 9 ივლისს, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ, ეროვნული ლიგის მე-5 […]