თბილისურ დერბიში, “ლოკომოტივთან” ნათამაშები ფრეს – 0:0 შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, […]