გია ცეცაძე: “ჯერ მხოლოდ 4 ვარჯიში ჩავატარე, მაგრამ კმაყოფილი ვარ”
გამოცდილმა ქართველმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ უკრაინის პრემიერლიგაში “ლვოვს” პირველად უხელმძღვანელა და “კარპატთან” დერბიში ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უცხოური მატჩის დასრულების შემდეგ, 45 წლის სპეციალისტმა გუნდის პრესსამსახურს ესაუბრა. “მოედანზე მოსაგებად გავედით, ჩვენი მიზანი 3 ქულის მოპოვება იყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან მხოლოდ ოთხი ვარჯიში ჩავატარე, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. შესვენების შემდეგ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად მოდუნდნენ, ასევე […]
გიორგი ჭიაბრიშვილი: “სახლში თამაში უპირატესობა არ მგონია”
ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის “ლოკომოტივი” რუმინულ “უნივერსიტატეა კრაიოვას” დაუპირისპირდება. წილისყრის დასრულების შემდეგ, თბილისირი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი გუნდის მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის კომენტარს გვთავაზობს. “დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი […]
თემურ შალამბერიძე: “სუფთა გოლი გავიტანეთ, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია”
თბილისურ დერბიში, “ლოკომოტივთან” ნათამაშები ფრეს – 0:0 შემდეგ, “საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ექს-ჩემპიონის თავკაცის აზრით, მის გუნდს სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს. “დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში თამაშის ტემპი დაბალი მომეჩვენა, რაც ალბათ ამინდის ბრალი იყო. მეორე ნახევარში თამაშის ხარისხიც და ტემპიც გაუმჯობესდა. რაც შეეხება ჩვენს მიერ გატანილ გოლს, რომელიც არ ჩაგვითვალეს, […]
სოსო ფრუიძე ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელია
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ეს სოსო ფრუიძეა. ინფორმაცია თბილისური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ფრუიძე “რკინიგზელებს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. გამოცდილი ქართველი სპეციალისტი 12 წლის განმავლობაში საჩხერის “ჩიხურას” ხელმძღვანელობდა და საკმაოდ წარმატებითაც. შეგახსენებთ, ხელფასების შემცირების გამო, “ლოკო” ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც გუნდს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოაპოვებინა. შეჩერებულ სეზონში, “ლოკომოტოვს” ორიდან ორი გამარჯება […]
კაპანაძემ დინამოს უპირატესობა ორამდე გაზარდა (ვიდეო)
ლოკომოტივის სიხარული
“ლოკომოტივმა” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. თბილისურმა კლუბმა ეროვნული ლიგის საწყისი ორივე ტური მოიგო, 6 გოლი გაიტანა, მხოლოდ 2 მიიღო და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. მეორე ტურის შეხვედრა “რკინიგზელებმა” მიხეილ მესხის სახელობის არენაზე, საჩხერის “ჩიხურასთან” გამართეს, რომელიც თბილისში ნომინალური მასპინძლის სტატუსით თამაშობს. “ლოკომ”, რომელმაც წინა ტურში ელიტაში დაბრუნებულ “სამტრედიას” 3:1 აჯობა, სამი ქულის მოსაპოვებლად თამაში პირველივე წუთებიდან […]
ოფიციალურად: გია ცეცაძე ლვოვის მწვრთნელად დაინიშნა
ოფიციალურად დადასტურდა, რომ გია ცეცაძე საფეხბურთო კლუბ “ლვოვის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. 45 წლის ქართველი სპეციალისტი უკრაინულ კლუბს 22 ივნისიდან უხელმძღვანელებს. ეს უცხოეთში მისი პირველი კლუბია. აქამდე ცეცაძე საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, “ლოკომოტივს”, “დილას”, “სამტრედიას”, და “საბურთალოს” წვრთნიდა. ამ უკანასკნელში იგი მიმდინარე წლის დასაწყისში დაინიშნა და თბილისური კლუბი რამდენიმე კვირაშივე დატოვა.
საფეხბურთო კლუბ “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. როგორც “რკინიგზელთა” პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. თბილისური კლუბი მადლობას უხდის გამოცდილ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს. ამ სეზონში ჩატარებულ სულ რაღაც ოთხ ტურში, “ლოკომოტივმა” მეორე მწვრთნელი შეიცვალა. გუნდმა სეზონი ლევან კორღალიძესთან ერთად დაიწყო და ორივე […]
საბურთალოს არჩათვლილი გოლი ლოკომოტივის კარში (ვიდეო)
ლოკომოტივმა დაადასტურა: კორღალიძე რკინიგზელებს აღარ გაწვრთნის
თბილისის “ლოკომოტივმა” ლევან კორღალიძის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გათავიუსფლება დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა სპეციალისტმა კლუბი ხელფასების შემცირების გამო დატოვა. კორღალიძემ გუნდი წინა სეზონში ჩაიბარა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. “რკინიგზელები” 2 ტურის შემდეგ 6 ქულით სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. ეროვნული ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებულია.
საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მეორე სათამაშო დღის ერთადერთი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე გაიმართა. თბილისურ დერბიში ერთმანეთს “დინამო” და “ლოკომოტივი” დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა წინა ტურში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ “საბურთალოს” 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ამით კიდევ ერთ ქართულ გუნდთან დაპირისპირებას თავდაჯერებულები შეხვდნენ. მატჩს სატურნირო მოტივაციაც უდიდესი ჰქონდა, “ლოკო” 7 ქულით ლიდერი […]