რომელუ ლუკაკუ საუკეთესო ბელგიელ ლეგიონერად დაასახელეს
მილანის “ინტერის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ აირჩიეს საუკეთესო ბელგიელ ფეხბურთელად, რომელიც ქვეყნის ფარგლებს მიღმა თამაშობს. ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაციამ, 125 წლის იუბილის საპატივსაცემოდ, ორგანიზება გაუწია გულშემატკივრებს შორის გამოკითხვის ჩატარებას და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელა. ბელგიის ოფიციალური ფანკლუბის წევრების თითოეული ხმა ითვლებოდა ორად. “მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს აქ ყოფნისთვის. მადლობა ჩემს პარტნიორებს “ინტერში” და ეროვნულ გუნდში. ბიჭებო, […]
ჩელსიმ როს ბარკლი გაუშვა – ინგლისელი პრემიერლიგაში რჩება
როს ბარკლი კარიერას “ასტონ ვილაში” გააგრძელებს. ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ლონდონის “ჩელსის” შეტევის ხაზში არსებული დიდი კონკურენციის გამო, გუნდის დატოვება გადაწყვიტა და ბირმინგემულ კლუბს საკმარისი სათამაშო დროის მიზნით შეუერთდა. 26 წლის ფეხბურთელი “ვილაში” 1-წლიანი იჯარის წესით ითამაშებს. “როსის ხარისხის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ჩვენი კლუბისთვის ნამდვილი გადატრიალებაა და დარწმუნებული ვარ, ის აქ თავადაც გაიხსნება და ჩვენს გუნდსაც გააუმჯობესებს”, […]