ვალენსიამ მამარდაშვილის შემცვლელი აირჩია და ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს რომ დატოვებს, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. მთელი წლის განმავლობაში აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის, ბოლო რამდენიმე დღე კი განსაკუთრებულად ლონდონის “ტოტენჰემი” გააქტიურდა, რომელიც ფეხბურთელის დამატებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება. როგორც უახლოესი საათების განმავლობაში ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით […]
ფაბიო პარატიჩი ლონდონის ტოტენჰემიდან გაათავისუფლეს
ლონდონის “ტოტენჰემმა” ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მმართველი დირექტორი ფაბიო პარატიჩი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის, FIFA-ის მიერ დაწესებული რეგულაციების მიხედვით, იქამდე, ვიდრე მისი საჩივრის განხილვა არ დასრულდება, პარატიჩის შვებულებაში ყოფნა მოუწევს და საქმიანობას ვერ დაუბრუნდება. საქმე ისაა, რომ პარატიჩის ბრალი ედებოდა უკანონო მანიპულაციებში, რაც ხდებოდა იმ დროს, როდესაც ის “იუვენტუსს” მართავდა. ის ყველა ტურნირიდან […]
ანტონიო კონტე პაუზის აღებას და ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს
იტალიელი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რომელიც რამდენიმე დღის წინ “ტოტენჰემმა” მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა, კარიერაში პაუზის აღებას და გარკვეული დროით ფეხბურთისგან დასვენებას აპირებს. იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი კარიერაში 1 წლით შესვენების აღებას აპირებს. 53 წლის მწვრთნელმა ლონდონურ კლუბში 2021 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის 26 მარტამდე იმუშავა და ამ პერიოდში გუნდს 76 […]
გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უელსის ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. “ფრთხილი და გააზრებული განხილვის შემდეგ, ვაცხადებ, რომ კარიერას ვასრულებ. თავს წარმოუდგენლად იღბლიანად ვთვლი, რადგან ავიხდინე ოცნება, რომ დიდი სპორტი მეთამაშა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მან ნამდვილად ჩემი ცხოვრების რამდენიმე გამორჩეული მომენტი მომცა. 17 მაღალი დონის სეზონის შემდეგ კარიერას ვასრულებ. არ აქვს მნიშვნელობა რას […]
პსჟ-ს მფლობელებს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურთ
“პარი სენ-ჟერმენის” მფლობელებს კიდევ ერთი ევროპული კლუბის შეძენა სურთ და ამ ინვესტიციის განხორციელება ინგლისის პრემიერ ლიგაში სურთ. CBS-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრანგული კლუბის მმართველი ორგანიზაცია, Qatar Sports Investments (QSI)-ი კიდევ ერთ კლუბში ინვესტირების მიზნით ძალისხმევას აძლიერებს. ირკვევა, რომ მოლაპარაკებები პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს, მათ შორის სახელდება ლონდონის “ტოტენჰემი”. ცნობილი ხდება ისიც, რომ […]
სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – კორეელი მუნდიალზე ითამაშებს
ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კორეელი შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ლონდონის “ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელმა საკუთარ Instagram-ის სთორიში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს. 30 წლის ფეხბურთელმა სახის არეში დაზიანება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “მარსელის” წინააღმდეგ (1:2) მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა, რის გამოც […]
MARCA: ტოტენჰემი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ჩაერთო
ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს. “როგორც ბორდალასმა ბოლო საჯარო გამოსვლისას განაცხადა, კლუბი ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები უნდა გაყიდოს. ერთ-ერთი უახლოესი ტრანსფერი, რომლიდანაც “ვალენსიამ” შესაძლოა ფინანსური მოგება მიიღოს, გიორგი მამარდაშვილის გასხვისებაა, რომლის დამატებითაც კლუბმა მილიონ ევროზე ნაკლებად მაღალი დონის მეკარე შეიძინა. სხვა […]
უკრაინის ნაკრების ვეტერანი: “ჩვენ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით”
ვეტერანმა უკრაინელმა ფეხბურთელმა სერგეი რებროვმა, რომელიც ამჟამად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, “ალ-აინის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, ბრიტანულ Goal.com-თან ინტერვიუში, მის სამშობლოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. “დღეს ჩვენ არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ვიბრძვით. ჩვენ ძლიერი და ამაყი ხალხი ვართ და დღეს ამას ვაჩვენებთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ რუსეთი ახლა განურჩევლად უტევს. ისინი კლავენ მშვიდობიანი მოქალაქეებს, […]
2022 წლის ზამთრის ტოპ 10 ტრანსფერი ევროპაში
ევროპაში 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წამყვან ჩემპიონატებში არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა, რაც მოვლენების საინტერესოდ განვითარებას გვპირდება. ევროპული გრანდები, ისეთები, როგორებიც ტურინის “იუვენტუსი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” არიან, საგრძნობლად გაძლიერდნენ. ასევე, შემადგენლობის განახლებაზე ზრუნვა დაიწყო “ნიუკასლმაც“, რომელშიც ახალი, აზიური პროექტი იწყება და რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში “კაჭკაჭებს” შორს მიმავალ პერსპექტივას უსახავს. საერთო ჯამში, ფეხბურთის გულშემატკივარმა […]
კრისტიან ერიქსენი: “ისევ ძველებურ ფორმაში ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში მინდა”
კრისტიან ერიქსენი, რომლის ინციდენტმა 2021 წლის ივნისში მთელი მსოფლიო შეძრა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის და კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა. “ჩემი მიზანია ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. თამაში მინდა. ეს იყო ჩემი ფიქრები მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს არის მიზანი, ოცნება. ამირჩევენ თუ არა ნაკრებში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჩემი ოცნებაა დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია დავბრუნდე, რადგან […]
არაბი ინვესტორების პირველი ტრანსფერი – ნიუკასლმა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი კირან ტრიპიერი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას “ნიუკასლში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ “კაჭკაჭები” 31 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდის “ატლეტიკოს” 16.5 მილიონს გადაუხდის. Sky Sports-ის ინფორმაციით, მადრიდული კლუბი იმედოვნებდა, რომ კირან ტრიპიერი დარჩებოდა, მაგრამ განაპირა მცველმა ნათლად აჩვენა, რომ ინგლისში დაბრუნება სურდა. 31 წლის ფეხბურთელი გახდება “ნიუკასლში” საუდის არაბეთის […]
ოფიციალურად: ტოტენჰემი კონფერენს ლიგაზე ვეღარ იასპარეზებს
UEFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ “ტოტენჰემს” უეფას კონფერენს ლიგის ბოლო ტურში, სადაც “რენის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო, ლონდონურ კლუბს წაგება 3:0 ჩაეთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები ჯგუფში ჩარჩნენ და ასაპრეზობას ვეღარ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემსა” და “რენს” შორის დაპირისპირება 9 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა მატჩი ლონდონურ კლუბში კორონავირუსის […]