ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე 500-იანთა ტურნირის მეოთხედფინალში წლის სენსაცია დაფიქსირდა – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ლორენცო სონეგოსთან 2 სეტში – 2:6; 1:6 დამარცხდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის 42-ე ნომერია, უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ნოვაკს, ის სონეგოს წინააღმდეგ საშინლად გამოიყურებოდა – 33 წლის ჩოგბურთელმა მხოლოდ 7 ვინერსი მიითვალა და 25 უნებლიე […]