ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი და უპატიებელი შეცდომების ავტორი, ლორის კარიუსი, “ნიუკასლ იუნაიტედს” შეუერთდება. ბრიტანული სპორტული მედიის თანახმად, “ლივერპულის” ყოფილი მეკარე, “კაჭკაჭებთან” მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს. “ნიუკასლის” პირველი მეკარე ნიკ პოუპია. “ბარნლის” ყოფილი კარის დარაჯი შესანიშნავ სეზონს ატარებს, თუმცა მისმა შემცვლელმა, კარლ დარლოუმ, გუშინ მძიმე ტრავმა მიიღო. მესამე ვარიანტი, მარტინ დუბრავკა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა […]