ფინიქსი 136:130 კლიპერსი – ბუკერისა და დურანტის ბრწყინვალე მატჩი პლეი-ოფში | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის შეხვედრაში, “ფინიქსისა” და “ლოს ანჯელეს კლიპერსის” დაპირისპირება შედგა. ფინიქსში, “Footprint Center”-ში გამართული სანახაობრივი დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მასპინძელთა გამარჯვებით 136:130 დასრულდა. “ფინიქსის” გამარჯვებაში ლომის წილი დევინ ბუკერმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 41:39 წუთში 47 ქულის, 8 მოხსნისა და 10 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გამორჩეული მატჩი ჩაატარა კევინ დურანტმაც, […]
კლიპერსი 175:176 საკრამენტო (მიმოხილვა)
რასელ უესტბრუკი კარიერას ლოს ანჯელეს კლიპერსში გააგრძელებს
,,ლეიკერსის” ყოფილი გამთამაშებელი, რასელ უესტბრუკი ,,ლოს ანჯელეს კლიპერსში” ითამაშებს. ინფორმაციას ESPN-ის ინსაიდერი, ედრიან ვოინაროვსკი ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, სამმხრივი გაცვლის შედეგად, 34 წლის კალათბურთელი ,,ლეიკერსიდან” ,,იუტაში” გადავიდა. ვოინაროვსკის ცნობით, მას შემდეგ, რაც ,,ჯაზი” უკანახაზელის კონტრაქტს გამოისყიდის, რასელი ხელშეკრულებას ახალ გუნდთან გააფორმებს. მიმდინარე სეზონში უესტბრუკი საშუალოდ 15,9 ქულას, 7,5 შედეგიან გადაცემასა და 6,2 მოხსნას აგროვებს. ,,ლოს […]
მილუოკიმ ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო – მამუკელაშვილმა ისევ ითამაშა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს კლიპერსმა” ,,მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 106:119 დამარცხდა. შედეგად, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდის მოგებათა სერია 10 მატჩამდე გაიზარდა. ზედიზედ მესამედ ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც დღეს 10 წუთი დაუთმეს. ქართველმა ფორვარდმა 2 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ ორქულიანი სამჯერ, სამქულიანი კი ერთხელ ისროლა. ,,ბაქსის” შემადგენლობაში” […]
ლებრონ ჯეიმსის უნიკალური რეკორდი
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ლეიკერსისა” და “კლიპერსის” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში, “Crypto.com Arena”-ზე გამართული სანახაობრივი მატჩი, “ლეიკერსის” მარცხით 115:133 დასრულდა. “კლიპერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. “მეფემ” პარკეტზე გატარებულ 32:35 წუთში 46 ქულის, 8 მოხსნისა და 7 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. გამორჩეული პერფორმანსის შემდეგ, ლებრონ ჯეიმსმა კარიერის მორიგ ბრწყინვალე […]
ლებრონ ჯეიმსის ბრწყინვალე მატჩი ჰიუსტონის წინააღმდეგ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსისა” და “ჰიუსტონის” დაპირისპირება შედგა. ლოს ანჯელესში, “Crypto.com Arena”-ზე გამართული უხვქულინი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 140:132 დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ “ლეიკერსის” გამარჯვებაში ლომის წილი გუნდის ლიდერმა – ლებრონ ჯეიმსმა დაიდო. პარკეტზე გატარებულ 35:51 წუთში, ლებრონმა 48 ქულის, 8 მოხსნისა და 9 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ […]
პოლ ჯორჯის ბრწყინვალე პერფორმანსი ჰიუსტონის წინააღმდეგ | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, “ლოს ანჯელეს კლიპერსისა” და “ჰიუსტონის” დაპირისპირება შედგა. დაძაბული მატჩი “კლიპერსის” გამარჯვებით, 95:93 დასრულდა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, იმ დროს, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (93:93) ფიქსირდებოდა, “კლიპერსის” უკანასკნელი შეტევა საკუთარ თავზე პოლ ჯორჯმა აიღო. “კლიპერსის” ფორვარდმა მეტოქე ბრწყინვალე მოძრაობებით ჩამოიშორა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. პარკეტზე გატარებულ 37:58 […]
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კავაი ლეონარდი დაბრუნდა | VIDEO
“ლოს ანჯელეს კლიპერსისა” და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გულშემატკივრები კავაი ლეონარდის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ. კავაიმ გასული წლის ივნისში მიღებული ტრავმის შემდეგ, პარკეტზე დაბრუნება მხოლოდ 21 ოქტომბერს, “ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შეძლო. “ლეიკერსის” წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში, კავაი ლეონარდმა საკუთარი წვლილი შეიტანა. პარკეტზე გატარებულ 21:17 წუთში, ლეონარდმა 14 ქულის, 7 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. […]
ლებრონის გასაოცარი ბლოკი და კომენტატორის რეაქცია | VIDEO
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მეორე შეხვედრაში, “ლეიკერსისა” და “კლიპერსის” დაპირისპირება შედგა. პრინციპული დაპირისპირება “ლეიკერსის” მარცხით, 97:103 დასრულდა. გასაკვირი არაა, რომ მასპინძელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 36:40 წუთში, 20 ქულის, 10 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ერთ-ერთ ეპიზოდში ლებრონმა ბრწყინვალე ბლოკით გამოიჩინა თავი, რომელმაც კომენტატორის აღფრთოვანება გამოიწვია.