NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ,,ფინიქს სანსმა” ,,ლოს ანჯელეს კლიპერსი” 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 120:114 დაამარცხა. ,,სანსს” დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 44 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა – 40 ქულა, 13 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. 20 ქულა, 9 მოხსნა და 2 ასისტი იყო დეანდრე ეიტონის ანგარიშზე. ,,კლიპერსის შემადგენლობაში 34 ქულით, 5 პასით, 4 მოხსნით, 2 […]