საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთ მთავარ თამაშს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. როგორც ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ხდება ცნობილი, ბათუმისა და თბილისის “დინამოების” დაპირისიპირებას თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავარი არბიტრი, ჰიუსეინ გოჩეკი გაუძღვება, რომელსაც ჯანდას ელბილი და მეჰმეტ ემინ თუღრალი დაეხმარებიან, მეოთხე სათადარიგო მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. ეს მიმდინარე სეზონში მეორე ისეთი […]