ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა, გუნდი კუმანმა ჩაიბარა
მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. როგორც აპრილში იყო გადაწყვეტილი, ,,ნარინჯისფრების” ახალ მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა. 59 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2018-2020 წლებშიც წვრთნიდა, ბოლოს კი კატალონიის ,,ბარსელონაში” მუშაობდა. რაც შეეხება ვან გაალს, მან ნიდერლანდები მესამედ გასული წლის აგვისტოში ჩაიბარა. მისი ნაკრები გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში […]
მუნდიალი 2022 | არგენტინასთან არ წაგების შემთხვევაში, ვან გაალი რეკორდსმენი გახდება
დღეს მორიგი 1/4-ფინალური შეხვედრა იმართება, სადაც ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები უპირისპირდებიან. ძნელია ამ შეხვედრაში წინასწარ პროგნოზების გაკეთება, თუმცა, საინტერესოა, რომ ლუი ვან გაალს ამ შეხვედრსი არ წაგების შემთხვევაში ახალი რეკორდის დამყარება შუძლია. იმ შემთხვევაში თუ, ნიდერლანდების ნაკრები ძირითად დროში არ დამარცხდება, ეს იქნება ვან გაალის მე-12 წაუგებელი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიდერლანდელი სპეციალისტის ანგარიშზე 8 მოგება […]
ვან გაალი: ,,როცა ბურთი მეტოქეს აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, აშშ-სთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი გეგმა თავისუფალი ზონების შექმნა იყო, რაც წარმატებით გამოგვივიდა. ერთიმეორეზე ლამაზი გოლები ვიხილეთ, საოცარი მატჩი გამოვიდა. მესამე გოლის მომენტში მარცხენა მცველმა საგოლე პასი მარჯვენა მცველს გაუკეთა – გასაოცარია… თუმცა, ბურთით თამაშისას საკმარისად კარგები არ ვართ. როცა ბურთი მეტოქეს აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ, […]
ვან გაალი: ,,2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამაზე სუსტი ნაკრებით მე-3 ადგილზე გავედით”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, სენეგალთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ,,ნარინჯისფრების” შემადგენლობა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე 2014 წელს იყო, როცა ბრინჯაოს მედალს დაეუფლნენ: ,,სენეგალი აფრიკის ჩემპიონია და მათთან თამაში მარტივი არ იქნება. დიახ, მათ სადიო მანე გამოაკლდათ, მაგრამ ჩვენ მემფის დეპაის გარეშე ვთამაშობთ. მე მანეს გულშემატკივარი ვარ. როცა ,,მანჩესტერ იუნაიტედში” […]
ვან გაალი: ,,რთულია, ფეხბურთელებს უთხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ”
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ისაუბრა იმაზე თუ როგორ შეატყობინა სამუნდიალო განაცხადს მიღმა დარჩენილ ფეხბურთელებს თავისი გადაწყვეტილება: ,,იოლი არ არის ფეხბურთელებს უთხრა, რომ ისინი განაცხადში ვერ მოხვდნენ. 2 საათამდე დავხარჯე იმისთვის, რომ FaceTime-ის საშუალებით ჩემი მოთამაშეებისთვის მიღებული გადაწყვეტილება ამეხსნა. ეს რთული ამოცანა იყო. ისიც უნდა გამეთვალისწინებინა, რომ მათი ნაწილი ინგლისში თამაშობს და […]
ქუინსი პრომესი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება
De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი სასამართლოს წინაშე 21 ოქტომბერს წარსდგება. პრომესის წინააღმდეგ, მკვლელობის მცდელობისთვის სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული. ნიდერლანდელმა 2020 წლის ივლისში, ოჯახურ წვეულებაზე, საკუთარი ძმისშვილი მუხლში დაჭრა. პროცესი თავდაპირველად გასული წლის მარტში უნდა დაწყებულიყო, თუმცა საქმე გაჭიანურდა. დანაშაულის ჩადენის მომენტში ქუინსი ამსტერდამის “აიაქსის” ფეხბურთელი იყო. 2021 წლის დასაწყისში, 30 წლის ფეხბურთელი […]