“დინამო თბილისის” აღზრდილი შემტევი ნახევარმცველი, ლუკა პარკაძე, რომელიც ახალი წლიდან კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელებს, theguardian-მა მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. ამ სიაში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც 2005 წლის შემდეგ დაიბადნენ. “ძნელი სათქმელია, გერმანიის 17-წლამდელთა წინააღმდეგ საყოველთაოდ სოლიდური თამაში იყო გადამწყვეტი თუ ჩეხეთის 17-წლამდელთა წინააღმდეგ გამარჯვების გოლი, რომელიც მან 16 წლის ასაკში გაიტანა, მაგრამ […]