მომდევნო წლის ზაფხულში “მადრიდის რეალი” სამ მნიშვნელოვან ტრანსფერს გეგმავს. მადრიდელთა სამიზნე კილიან მბაპე, ედუარდო კამავინგა და დაიოტ უპამეკანო იქნებიან. ამ ზაფხულს “რეალმა” კორონავირუსის გამო თანხების გამომუშავება ვერ მოახერხა. თუმცა მადრიდელებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე შეადგინეს სატრანსფერო გეგმა, რომელიც “პსჟ”-ს სუპერვარსკვლავის – მბაპეს ტრანსფერსაც მოიცავს. ზიდანის სატრანსფერო გეგმებში შედის ასევე “ლაიფციგიდან” უპამეკანოს და “რენიდან” კამავინგას გადმობირება. ესპანური […]