მედია: “ანჩელოტის მთავარი თხოვნა ფლორენტინო პერესისთვის კვარაცხელიას დამატებაა”
ავტორიტეტული ესპანური, კერძოდ კი მადრიდული გამოცემები აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას რეალურად განიხილავს. “მიუხედავად იმისა, რომ სეზონის მეორე ნახევარი ჯერ კიდევ წინაა, თანაც ამ პერიოდში ყველა ტიტულის ბედი გადაწყდება, “რეალის” ხელმძღვანელობა უკვე ზაფხულსა და სატრანსფერო პერიოდის დაგეგმვაზე ფიქრობს. ფლორენტინო პერესი უკვე […]
მოურინიო 60 წლის გახდა | მისი 60 ხმაურიანი გამონათქვამი
კაცი, რომელმაც ყველაფერი მოიგო და რომლის არსებობა ფეხბურთს ძალიან უხდება. თითქოს, ჟოზეს დიდების დრო წასულია, მაგრამ მისგან ყველაფერი მოსალოდნელია – როგორც სიტყვით, ასევე მოქმედებით, ჟოზე არაპროგნოზირებადია. დღეს პორტუგალიელ სპეციალისტს 60 წელი შეუსრულდა. ამ სტატიაში არ წარმოგიდგენთ მისი ტიტულების ტრადიციულ ჩამონათვალს, ამჯერად ყურადღებას მის გამონათქვამებზე შევაჩერებთ, სადაც კარგად ჩანს, თუ რაოდენ განსხვავდება იგი სტანდარტული მწვრთნელებისგან. #1 […]
“საუკეთესოებთან თამაში და მათი დამარცხება ყოველთვის მინდა” – ხავი
ჟოან ლაპორტა ესპანეთის სუპერ თასის ფინალის წინ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” “ბეტისთან” ადვილი გასეირნება არ ჰქონია, მაინც თვლის, რომ ფინალში გაიმარჯვებს და კატალონიელები ესპანეთის სუპერ თასს დაეუფლებიან. ლაპორტა ჟურნალისტების წინ საკმაოდ დამაჯერებლად გამოვიდა და თვლის, რომ ამ ტიტულის მოგება მისი პროექტისთვის შესანიშნავი იქნება, თანაც “რეალის” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება, ამ ყველაფერს ორმაგად სასიამოვნოს […]
ანჩელოტი: “ბოლო პენალტი ვინისიუსს უნდა დაერტყა და საბედნიეროდ ამის საჭიროება არ დადგა”
“რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მადრიდელები ცუდად თამაშობდნენ. ფინალში გასვლის მიუხედავად, აშკარა იყო, რომ სამეფო გუნდი კარგ თამაშს ვერ აჩვენებდა და იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდი არ არის იმ დონეზე, როგორსაც ისურვებდა. “რთული თამაში იყო. აშკარაა, რომ გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. ფეხბურთში იოლი მატჩი არ არსებობს. მეტოქე კარგად იყო მომზადებული, მთავარია მოვიგეთ. […]
ვალენსიელთა რიგებში საუკეთესო გიორგი მამარდაშვილი იყო
ცოტა ხნის წინ დასრულდა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს “რეალი” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. პირველი ნახევარი სამეფო კლუბმა ერთბურთიანი უპირატესობით მოიგო. მეორე ნახევარში კი, სამუელ ლინომ წონასწორობა აღადგინდა “ღამურები” თამაშში დააბრუნა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. არც დამატებით დროში მომხდარა რაიმე ღირებული და საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ზუსტი მადრიდელები გამოდგნენ. […]
სამუელ ლინოს გოლი რეალის კარში | VIDEO
გარეთ ბეილი | ჩემპიონის ღირსეული წასვლა
ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ფინალში ჯამურად 3 გოლი გაიტანა, “ბარსელონას” შემოურბინა, ჯარიმებიც ბევრი გაიტანა, ურტყამდა ყველა კუთხიდან და გაჰქონდა კიდეც, ულიდერა უელსს და დიდი ხნის განმავლობაში, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა. ბოლო პერიოდში, ფეხბურთს თითქოს ნაკლები ინტერესით თამაშობდა და 33 წლის ასაკში, მაშინ, როდესაც მორიგ მრავალმილიონიან კონტრაქტს ხელს თავისუფლად მოაწერდა, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაწყვიტა. […]
გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
უელსის ნაკრების კაპიტანმა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეთ ბეილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. “ფრთხილი და გააზრებული განხილვის შემდეგ, ვაცხადებ, რომ კარიერას ვასრულებ. თავს წარმოუდგენლად იღბლიანად ვთვლი, რადგან ავიხდინე ოცნება, რომ დიდი სპორტი მეთამაშა, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და მან ნამდვილად ჩემი ცხოვრების რამდენიმე გამორჩეული მომენტი მომცა. 17 მაღალი დონის სეზონის შემდეგ კარიერას ვასრულებ. არ აქვს მნიშვნელობა რას […]
ჟოან ლაპორტას თქმით, ევროპის სუპერ ლიგა 2025 წელს დაიწყება
“ბარსელონას” პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ, სასამართლო ევროპის სუპერ ლიგისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ მის ამოქმედებას წინ ვეღარაფერი აღუდგება. ევროსასამართლოში FIFA-სა და UEFA-ს წინააღმდეგ სარჩელი არის შეტანილი. აღნიშნული ორგანიზაციები დადანაშაულებულნი არიან მუქარაში, კლუბებისა და მოთამაშეების მიმართ. მიუხედავად საჯარო უკმაყოფილებისა, ევროპის სუპერ ლიგაში “ბარსელონა”, “რეალი” და “იუვენტუსი” მაინც რჩებიან. “მარტში ან აპრილში ევროსასამართლოს […]
მადრიდის “რეალის”, “ლივერპულის”, დორტმუნდის “ბორუსიას”, როტერდამის “ფეიენოორდის”, ბრემენის “ვერდერის” და თურქეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ნური შაჰინმა მოთამაშის კარიერა “ანტალიასპორში” დაასრულა და მოგვიანებით ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. 34 წლის ახალბედა მწვრთნელი ახლახანს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ამის მიზეზი მისი ღირსეული საქციელი გახდა. საქმე ისაა, რომ “ფებერბახჩესთან” წაგებული თურქეთის სუპერლიგის მე-17 ტურის შეხვედრის (1:2) შემდეგ, ნური […]
რეალის ლეგენდა კლუბს მბაპეს დამატებას ურჩევს
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბს მოუწოდა, რომ კილიან მბაპე სასწრაფოდ შეიძინონ. კილიანმა შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა კატარში. გარდა იმისა, რომ მან რვა გოლი გაიტანა, ფინალში არგენტინის წინააღმდეგ, ჰეტრიკის შესრულებაც შეძლო. მიუხედავად მისი თავდადებული თამაშისა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვერ შეძლო მსოფლიო თასს ზედიზედ მეორედ დაუფლებოდა. მბაპეს მუნდიალზე შთამაგონებელი გამოსვლების შემდეგ, “რეალის” […]
ოფიციალურად: ქარიმ ბენზემამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელს, ქარიმ ბენზემას 19 დეკემბერს 35 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა, რომ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვეტილი აქვს. “მე ძალიან დიდი ძალისხმევა გავიღე იმისთვის, რომ მოვსულიყავი იქამდე, სადამდეც მოვედი. ამით ძალიან ვამაყობ. მე დავწერე ჩემი ისტორია და ეს ისტორია მთავრდება”, – წერს საფრანგეთის ნაკრების აწ უკვე […]