ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული – რომელუ ლუკაკუმ ნეიმარს გადაასწრო
მას მერე, რაც ლონდონის “ჩელსიმ” 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანის “ინტერიდან” რომელუ ლუკაკუ დაიმატა, ბელგიელი თავდამსხმელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. კარიერის განმავლობაში, “არისტოკრატების” ახალწვეულისთვის სხვადასხვა კლუბებმა, საერთო ჯამში, 327.56 მილიონი ევრო გადაიხადეს. პირველ ჯერზე, “ჩელსის” ლუკაკუს შეძენა 15 მილიონი დაუჯდა, მათგან იჯარისა და კონტრაქტის გამოსასყიდი თანხის ჯამში, “ევერტონმა” ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირში […]
დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-თან საკუთარ ცხოვრებსა და კარიერაზე დოკუმენტური ფილმის მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვეტერანი ფეხბურთელი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კომპანიის მიერ, მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია – “უკანასკნელი ცეკვა” იხილა. პარალელურად, 45 წლის ინგლისელის შესახებ ფილმის მომზადება Amazon-საც სურს, რომელიც ამ საკითხით თავად დაინტერესდა. “მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის”, “მილანის”, […]
კავანიმ ბექჰემს უარი უთხრა – ურუგვაელს ევროპაში თამაში სურს
ძალიან მალე, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი თავისუფალი აგენტი გახდება. გამოცდილი ურუგვაელი ფორვარდის დამატება ევროპის რამდენიმე ძლიერ კლუბს სურს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიური მაიამის “ინტერი” იყო, რომელსაც სათავეში დევიდ ბექჰემი უდგას. როგორც calciomercato წერს, 33 წლის ფორვარდმა ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს უარი უთხრა, რადგან თვლის, რომ ევროპის კონტინენტზე დარჩენა კვლავაც შეუძლია. მას იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება სურს, […]
50 ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო ფიგურა მსოფლიოში
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ France Football-მა ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში 50 ყველაზე გავლენიანი ფიგურის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ აქტივისტები, საფეხბურთო ფუნქციონერები, ბრენდები, მსაჯები, მენეჯმენტის თუ მედიის წარმომადგენლები, მწვრთნელები და რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელები. სრული ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 50. ოქროს ბურთი. 49. ხალიდა პოპალი (აქტივისტი) 48. ჟან-მიშელ ოლასი (“ლიონის” პრეზიდენტი) 47. რუი პინტუ (Football Leaks-ის დამფუძნებელი) 46. […]