ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის ტურნირის 1/8 ფინალშია
დღეს მაიამის მასტერსის მე-3 რაუნდის თამაშები ჩატარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილი (19) აღნიშნულ ეტაპზე რობინ ჰაასეს (75) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა – 7:6; 6:3. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰოლანდიელ მეტოქესთან 14 ეისი შეასრულა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ნიკოლოზი მაიამის ტურნირის მერვედფინალში ჰურკაჩსა (54) და აუგერ-ალიასიმეს (57) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირის მე-3 რაუნდში ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, მაიამის მასტერსის მე-3 რაუნდში ნიკოლოზ ბასილაშვილის (19) მეტოქე გაირკვა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი მიხაილ ზვერევი ორ სეტში – 6:3; 6:2 დაამარცხა. ბასილაშვილი მე-3 რაუნდში ჰოლანდიელ რობი ჰაასეს (65) დაუპირისპირდება. 31 წლის ჩოგბურთელმა ახლახანს სამხრეთ აფრიკელ ჰარის ლოიდ ჯორჯს (96) მოუგო – 3:6; 6:3; 6:4. მაიამის მასტერსის 1/16-ფინალური თამაშები 24 მარტს […]
ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ტურნირზე ცნობილია
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მაიამის ATP ტურნირის მე-2 რაუნდში ცნობილია. ქართველი ჩოგბურთელი აღნიშნულ ეტაპზე გერმანელ მიშა ზვერევს დაუპირისპირდება. 31 წლის მოთამაშემ, რომელიც მსოფლიოს 75-ე ჩოგანია, რამდენიმე წუთის წინ, ნიკოლა კუნის (255) წინააღმდეგ ითამაშა. როდესაც სეტებში ანგარიში თანაბარი – 1:1 იყო, კუნმა ტრავმის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ტურნირს გამოეთიშა. 1/32-ფინალური დაპირისპირებები სტარტს ხვალ, 22 მარტს აიღებს. […]