ბენიტესი: “ნიუკასლის მფლობელი ბიზნესმენია და თავისი გუნდის წარმატება არ აინტერესებს”
“ნიუკასლის” ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა, გუნდის მფლობელთან დაკავშირებით ისაუბრა და მაიკ ეშლი მხოლოდ ფულის მშოვნელ ადამიანად დაახასიათა, რომელსაც გუნდის წარმატება არ ადარდებს. ბენიტესი “ნიუკასლის” მთავარ მწვრთნელად 2016 წელს დაინიშნა და გუნდს ჩემპიონშიპის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა. მომდევნო სეზონებში, პრემიერ ლიგაში აღზევებულმა “ნიუკასლმა” მეათე და მეცამეტე ადგილი დაიკავა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2019 წელს დატოვა: […]
ქეცბაია ნიუკასლის ახალ მფლობელებს აფრთხილებს
ტაინსაიდური კლუბი გაყიდვის პროცესშია, მაიკ ეშლისა და საუდის არაბეთის პრინც – მოჰამედ ბინ სალმანს შორის შეთანხმება მიღწეულია და ეს უკანასკნელი იმედოვნებს, რომ “სენტ ჯეიმს პარკზე” გრანდიოზულ ტრანსფერებს განახორციელებს. “ნიუკასლის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს თემურ ქეცბაია გამოეხმაურა. “კაჭკაჭების” ქართველი ლეგიონერის მტკიცებით, ტოპ ფეხბურთელების შესაძენად კლუბის ახალ მფლობელებს ორჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. “ლონდონური კლუბებისთვის ეს გაცილებით მარტივია. […]
მაიკ ეშლიმ ნიუკასლი გაყიდა !!
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ნიუკასლის” ყიდვას არაბი შეიხი აპირებდა. დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ნიუკასლის” მფლობელმა მაიკ ეშლიმ კლუბი გაყიდა. “კაჭკაჭებს” პრემიერ ლიგაში ახლა უკვე ყველაზე მდიდარი მფლობელი ჰყავს. მოჰამედ ბინ სალმანის განცხადებიდან ვიგებთ, რომ იგი აპირებს კლუბის ძირეულად შეცვლას და გულშემატკივარს, გუნდში ახალი ვარსკვლავების მოყვანას ჰპირდება. დაველოდოთ მოვლენათა […]