ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის დასკვნით შეხვედრაში “ვესტ ჰემი” “ლესტერს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული მატჩი “ვესტ ჰემის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. “ჩაქუჩების” გამარჯვებაში მაიკლ ანტონიომ ლომის წვლილი დაიდო და შეიძლება ითქვას, რომ “მელიების” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, 31 წლის იამაიკელი შემტევის ბენეფისად იქცა. ანტონიომ დუბლი გაიფორმა და საგოლე გადაცემა შეასრულა. გამარჯვებით მოპოვებულ სიხარულთან ერთად, მაიკლ […]