მე-11 ტურის შეხვედრა ჩაატარა ევროლიგაზე თორნიკე შენგელიასა და მეთ ჯენინგის “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა შინ მოსკოვის “ცსკა-ს” უმასპინძლეს და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 76:73 დაამარცხეს. “ბასკონია” მიმდინარე სეზონში ევროპის ნომერ პირველ გათამაშებაში ვერ ბრწყინავს, თუმცა შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე ესპანელებმა მატჩი მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშეს და ბოლო წუთებში სწორედ თოკოს ორქულიანით მეტოქე საბოლოოდ გატეხეს. საბოლოო ჯამში თოკომ მოედანზე 32:09 წუთი […]