დღეს საქართველოს ნაკრები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ცნობილია საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა: ლორია – კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დვალი – კანკავა, კვეკვესკირი, გვილია – ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, კაჭარავა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.