გოგა ბითაძის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდგინდა
ივნისი 25, 2020
69
27 წლის ამერიკელ კალათბურთელს – მალკოლმ ბროგდონს, რომელიც “ინდიანას” რიგებში ირიცხება, კორონავირუსი დაუდგინდა. ვირუსის მიუხედავად, ბროგდონი იმედოვნებს, რომ იგი NBA-ს განახლებისთანავე დაბრუნდება და პლეი-ოფების მატჩებს ითამაშებს. “სამწუხაროდ დამიდგინდა Covid 19, კარგად ვარ, ეს ინფექცია ორგანიზმში უსიმპტომოდ მაქვს. რამდენიმე დღე კარანტინის პერიოდს გავივლი და ვიმედოვნებ, რომ NBA-ს პლეი-ოფების მატჩებში დავბრუნდები”. – განაცხადა ამერიკელმა კალათბურთელმა.