წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში “თელავიდან” წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძე, გორის “დილას” ცენტრალური […]