ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ | კლერმონის ბურჯმა მოწინააღმდეგე ჰაერში ააგდო (ვიდეო)
ჩემპიონთა თასის მეორე ტურის შეხვედრაში, “კლერმონი” “მანსტერს” დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი მასპინძელთა მარცხით, ანგარიშით 31:39 დასრულდა. შეხვედრის პირველ ტაიმში უჩვეულო სანახაობის მომსწრე გავხდით. ერთ-ერთი შერკინების დროს, “კლერმონის” ბურჯმა – რაბა სლიმანიმ მეტოქე უშანსოდ დაჯაბნა და ჰაერში აიტაცა. Slimani, épouse-moi ! pic.twitter.com/zVRQd4gQ3i — greub🐑 (@greub1) December 19, 2020
ბორჯღალოსნებს გრემ როუნთრის შემდეგ მილტონ ჰეიგიც ტოვებს?!
იაპონიაში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგმა შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს. აღნიშნულ ინფორმაციას, სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი ავრცელებს. Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში რიჩ ფრიმენი აღნიშნავს: “სხვადასხვა სანდო წყაროსგან გავიგე, რომ “სანტორიმ” მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგი შეარჩია, რომელიც იაპონურ სარაგბო კლუბს 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. ასევე […]
გრემ როუნთრი მანსტერის ფორვარდებს გაწვრთნის
ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელმა, გრემ როუნთრიმ “მანსტერთან” გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როუნთრი “მანსტერს” შეუერთდება. “მანსტერთან” გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი ირლანდიური სარაგბო კლუბის ფორვარდებს 2022 წლის ივნისამდე გაწვრთნის. “უზომოდ მოხარული ვართ, რადგან ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრემთან ხელშეკრულება გაფორმდა. უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით […]