“ვესტ ჰემის” ნახევარმცველმა მანუელ ლანსინიმ დანაშაულის გამოსყიდვა გადაწყვიტა კოვიდ-19-ის პროტოკოლის დარღვევის შემდეგ. არგენტინელი, რომელმაც შობა “ტოტენჰემის” ფეხბურთელების კომპანიაში აღნიშნა, საკვებს გადასცემს “საკვები პროდუქტების ბანკს”. ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი საფრთხის მიუხედავად, “ვესტ ჰემის” არგენტინელმა ნახევარმცველმა მანუელ ლანსინიმ შობის ღამე “ტოტენჰემის” ფეხბურთელებთან: სერხიო რეგილონთან, ჯოვანი ლო ჩელსოსთან და ერიკ ლამელასთან ერთად გაატარა. მოთამაშემ ტვიტერზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც […]