10 მაისს სტარტი აიღო ბაქოს გრან სლემმა, სადაც პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით 4 სპორტსმენი ასპარეზობდა. მამაკაცებში -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას: თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი, ხოლო ქალებში -52 კილოგრამ წონით კატეგორიაში: მარიამ მახარაშვილი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი იცავდნენ. თემურ ნოზაძე ასპარეზობაში პირველი ეტაპიდან დაიწყო და პირველივე ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელი – დანიელ დავიდ ბენი […]