ძალოსნობაში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა. 15 წლის სპორტსმენმა ატაცში 85, ხოლო აკვრაში – 105 კილოგრამი დააფიქსირა. მარიამმა ორივე შემთხვევაში რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ მურღვლიანმა ვერცხლის მედლის მფლობელს 6, ხოლო მესამე ადგილზე გასულს – 21 კილოგრამით აჯობა.