სამეფო კლუბის გულშემატკივრებს, “გალაქტიკოს” ეპოქა მრავალი მიზეზის გამო ახსოვთ, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული 6-წუთიანი მატჩი, ერთ-ერთი მიზეზთაგანი ნამდვილად არაა. 2005 წელს, ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, “რეალი” “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა. მატჩის 87-ე წუთზე, ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) იყო დაფიქსირებული და “რეალის” ვარსკვლავები სტუმართა კარში მეორე გოლის გატანას ცდილობდნენ, თუმცა მოვლენები არც ისე სახარბიელო სცენარით განვითარდა. […]