ფანების მიერ ბალოტელის შეურაცხყოფის გამო ლაციო 20 000 ევროთი დაისაჯა
სერია A-ს გასულ ტურში რასიზმი კიდევ ერთხელ გამოვლინდა. მარიო ბალოტელი იტალიელი ტიფოზების მსხვერპლი გახდა. “ბრეშას” 29 წლის თავდამსხმელს რასისტული შეურაცხყოფა ამჯერად “ლაციოს” ფანებმა მიაყენეს. მარიომ მე-18 წუთზე რომაელთა კარში გოლის გატანა მოახერხა. გამოძიების თანახმად, აგრესიის პირველი ტალღა გოლიდან მალევე, 21-ე წუთზე დაფიქსირდა, მოგვიანებით კი – განმეორდა. სერია A-ს დისციპლინარული საბჭოს განცხადებით, რასისტი ფანები იდენტიფიცირებულები არიან, […]
ლივერპულის დეკადის ყველაზე ცუდი ფეხბურთელები
“ლივერპული” დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ამის მიუხედავად, 2015 წლამდე გუნდი საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 2010 წლიდან მერსესაიდელთა მაისური ბევრმა ფეხბურთელმა წარუმატებლად მოირგო. ბრიტანულმა გამოცემამ “ლივერპულის” დეკადის (2010-2020) ყველაზე ცუდი ფეხბურთელები დაასახელა. სია მოთამაშეების ზოგადი სათამაშო კლასით კი არა, არამედ, “ლივერპულში” გატარებული პერიოდის მიხედვით შედგა. მეკარები: ადამ ბოგდანი, ლორის კარიუსი მცველები: ფილიპ დეგენი, დენი უილსონი, სებასტიან […]
ბალოტელი ბრეშას იანვარში დატოვებს
მარიო ბალოტელის კარიერა “ბრეშაში” კარგად ვერ ვითარდება. იტალიელმა თავდამსხმელმა სერია A-ში ჩატარებულ 8 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა. ბალოტელის იტალიაში ხელს უშლიან რასისტები, რომლებმაც მარიო “ვერონასთან” მატჩში ძალიან გააღიზიანეს. “ლივერპულის”, “სიტისა” და “მილანის” ყოფილი შემტევი იმ ზომამდე მიიყვანეს, რომ ის მოედნის დატოვებასაც აპირებდა. “ბრეშას” პრეზიდენტის, მასიმო სელინოს განცხადებით, 29 წლის იტალიელი კლუბს იანვარში, უფასოდ დატოვებს. […]
ბალოტელის პასუხი რასისტებს: “ეს უკვე ფეხბურთი აღარაა”
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში, “ვერონასა” და “ბრეშას” შორის გამართული მატჩის დროს ინციდენტი დაფიქსირდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მარიომ კუთხურის ხაზთან ახლოს ბურთი მიიღო, “ვერონას” გულშემატკივრებმა მის მიმართ რასისტული შეძახილები დაიწყეს, რაც ფეხბურთელმა ვერ აიტანა, ბურთი ხელში აიღო და დემონსტრაციულად ტრიბუნებისკენ დაარტყა. შეურაცხყოფის გამო ფეხბურთელს მოედნის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. არბიტრმა მატჩი შეწყვიტა, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი […]
მარიო ბალოტელი რასიზმის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდა (ვიდეო)
რასისტული შეძახილებით განრისხებული მარიო ბალოტელი (ვიდეო)
ბალოტელი მორიგ სკანდალში გაეხვა
მარიო ბალოტელი კვლავ ჩვეულ ამპლუაშია. იტალიელმა შემტევმა, ამჯერად სერია ა-ს ეგიდით გამართული მატჩის დროს გამოიჩინა უხეშობით თავი. შეცვლით განრისხებულმა მარიო ბალოტელიმ, ფოტოგრაფს ფოტოაპარატი გამოგლიჯა და დაამტვრია. გავრცელებული ინფორმაციით, ბალოტელიმ ფოტოაპარატი სარეკლამო ბანერს ესროლა. მატჩის დასრულების შემდეგ, დაზარალებული ფოტოგრაფი Instagram-ზე გამოეხმაურა ბალოტელის უღირს საქციელს. “როდესაც ბალოტელი შეცვალეს განრისხდა და ჩემი კამერა სარეკლამო ბანერს ესროლა. შემოწმების შედეგად […]
ბალოტელი ევროპულ კარიერას ასრულებს?!
მარიო ბალოტელის ევროპული კარიერა შესაძლოა უახლოეს დღეებში დასრულდეს. Calciomercato-ს მტკიცებით, “ფლამენგო” ბალოტელის 2.5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, მარიო ბალოტელი “ფლამენგოს” წინადადებას და ბრაზილიაში გადასვლის შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მარიო ბალოტელი გახდება პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც “ფლამენგოს” მაისურს მოირგებს.
ბალოტელის მსურველი პრემიერლიგიდან გამოუჩნდა
მარიო ბალოტელის გადაბირებით პრემიერლიგის გუნდი დაინტერესდა. Daily Mail-ის ინფორმაციით, იტალიელი ფორვარდი “ვესტ ჰემს” სურს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლონდონური კლუბი მარკო არნაუტოვიჩმა დატოვა. 30 წლის შემტევი ჩინურ “შანხაიში” 22 მილიონ ევროდ გადავიდა. “ვესტ ჰემი” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას კალუმ უილსონოსა და მაქსი გომესის ტრანსფერებით აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ტრანსფერი ვერ შედგა. რაც შეეხება ბალოტელის, მისი […]
ბალოტელის მორიგი გიჟური თავგადასავალი (ვიდეო)
იტალიური სპორტული გამოცემა, Football Italia იუწყება, რომ მარიო ბალოტელიმ, ნეაპოლში, ბარის ერთ-ერთ თანამშრომელს €2000 ევრო გადაუხადა იმისთვის, რომ იგი საკუთარი მოპედით წყალში გადამხტარიყო. “შაბათი დილა იწყება ასე” – მარიო ბალოტელიმ სწორედ ამ ფრაზით გამოაქვეყნა ვიდეო სოციალურ ქსელში, სადაც ჩანს, რომ ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი საკუთარი მოპედით წყალში ხტება. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ბარის თანამშრომელიც გამოეხმაურა, […]
თავისუფალი აგენტებით დაკომპლექტებული საუკეთესო შემადგენლობა
მიმდინარე კვირის ბოლოს, იმდენი ცნობილი ფეხბურთელის კონტრაქტი იწურება, რომ მათგან კარგი გუნდის შედგენაც კი შეიძლება. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნებიან წარმოდგენილები, რაც ევროპულ და არაევროპულ გუნდებს აძლევს შანსს, ისინი გუნდში სრულიად უფასოდ დაიმატონ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელები უკვე გაიფორმეს. მაგალითად, ურუგვაელი დიეგო გოდინი მომდევნო […]
მარიო ბალოტელიმ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო
“მარსელის” თავდასმხმელმა, მარიო ბალოტელიმ, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. საფრანგეთის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტის თანახმად, “მონპელიეს” ფეხბურთელის წინააღმდეგ ბალოტელიმ განზრახ იუხეშა, რის გამოც, იტალიელი ფეხბურთელი ლიგა 1-ის საწყის 4 მატჩს გამოტოვებს. იხილეთ ვიდეო