რამდენიმე კვირის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა ,,ლიონთან” მატჩის წინ, პარიზული გუნდის თავდამსხმელს, ლეო მესის უსტვინეს, რასაც არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარიო კემპესი გამოეხმაურა: ,,აი, რა ხდება: ის თამაშობს საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას შეხვდა და დამარცხდა, მესი კი მატჩის ვარსკვლავი გახდა. ,,პსჟ-ს” გულშემატკივრებისთვის მტკივნეულია იმის დანახვა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მათ […]