მარკ კლატენბურგი: “ქალებმა ან მსაჯობა უნდა აირჩიონ, ან ფეხმძიმობა”
მარკ კლატენბურგის განცხადებით, ქალ მსაჯებს საქმიანობასა და განვითარებაში ხელს ყველაზე მეტად ფეხმძიმობა უშლის. პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამჟამად კი ყოფილი მსაჯის განცხადებამ, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ქალ მსაჯებთან დაკავშირებით, 46 წლის კლატენბურგმა, TalkSPORT-ის დილის შოუში ისაუბრა. “კაცებისგან განსხვავებით, ქალებს გაცილებით რთული გზის გავლა უწევთ. პროფესიონალ მსაჯად ჩამოყალიბების პროცესში, დაფეხმძიმება მათ პროგრესს აფერხებს. […]
მარკ კლატენბურგმა ყველაზე უდისციპლინო 5 ფეხბურთელი დაასახელა
ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა, რომელიც პრემიერ ლიგისა და ევროპული ტურნირების მატჩებს 2004-2017 წლებში უძღვებოდა, 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მისი აზრით, მოედანზე ყველაზე ცუდი დისციპლინით გამოირჩეოდნენ. გასაკვირი არაა, რომ მის სიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, ირლანდიელი როი კინი მოხვდა, რომელიც მოედანზე გამორჩეული სიხისტით და დაუმორჩილებლობით გამოირჩეოდა. როი კინთან ერთად, მარკ კლატენბურგმა იენს ლემანი, პეპე, რიო ფერდინანდი […]