მარსელი პიანიჩის იჯარით დამატებით ინტერესდება
ლიგა 1-ის გასულ სეზონში “მარსელმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, რის შემდეგაც ფრანგულმა კლუბმა შემადგენლობის წამყვანი ნახევარმცველი – ბუბაკარ კამარი დაკარგა. “ოლიმპიკელებს” სურთ, რომ 22 წლის ფეხბურთელის შემცვლელი სწრაფად დაიმატონ, ადგილობრივი პრესის ინფორმაციით კი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი მირალემ პიანიჩია. ბოსნიელ ნახევარმცველს “ბარსელონაში” თავის გამოჩენის ბევრი შანსი არ მისცემია. ამის გამო, გამოცდილი ნახევარმცველი იჯარით […]
ვილაშ-ბოაშმა მარსელის მწვრთნელის პოზიცია უცნაური მიზეზის გამო დატოვა
43 წლის პორტუგალიელმა თავკაცმა – ანდრე ვილაშ ბოაშმა, “მარსელი” უცნაური მიზეზის გამო დატოვა. მან კლუბის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. BREAKING: André Villas-Boas has announced in his press conference that he has offered his resignation to the Marseille board because the club signed Olivier Ntcham against his wishes. pic.twitter.com/0wiKSHLNjQ — Football Tweet (@Football__Tweet) […]
პეპ გვარდიოლა: “ამ შეკითხვას უკვე 250-ჯერ ვუპასუხე”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩემპიონთა ლიგაში გუნდის გამარჯვების შანსებზე ისაუბრა. “ვფიქრობ, ამ კითხვას უკვე 250-ჯერ ვუპასუხე. ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ, როგორც ამას ყოველწლიურად ვცდილობთ . მნიშვნელოვანი იყო ტურნირის დაწყება საშინაო გამარჯვებით. სახლში გამარჯვება ყველაზე მთავარია. ხვალ მეორე მატჩს ჩავატარებთ. ჩვენც გვინდა ტურნირის მოგება. ეს ოცნებაა, მაგრამ ახლა ყველაზე მთავარია ჯგუფიდან გასვლა. პირველი […]
ვერდიქტი ცნობილია – პსჟ-სა და მარსელის ფეხბურთელები მკაცრად დაისაჯნენ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ “პსჟ”-სა და “მარსელის” ფეხბურთელების დისკვალიფიკაციის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. შეგახსენებთ, რომ წინა ტურის მატჩში გუნდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს არაერთი მოთამაშის გაძევება მოჰყვა. ინციდენტის მთავარი მონაწილეების სასჯელი პარიზული კლუბის მხრიდან ასეთია: ლავან კურზავა – 6 მატჩი, ნეიმარი და პარედესი – 2-2 მატჩი. რაც შეეხება “მარსელს”, ამავი 3 თამაშით დაისაჯა, ბენედეტო კი გუნდს მხოლოდ […]
ნეიმარი: “მხოლოდ იმას ვნანობ, რომ იმ ნაბი**არს სახეში არ დავარტყი”
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა “მარსელის” ესპანელ მცველ ალვარო გონსალესთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ იმის ვნანობ, რომ იმ ნაბი**ს სახეში არ დავარტყი. VAR– მა მარტივად დაინახა ჩემი “აგრესია”, ახლა კი ძალიან მსურს ვნახო იმ მომენტის გამეორება, როცა მაიმუნს და ბო**ს შვილს მეძახდა”, – თქვა 28 წლის ფეხბურთელმა. ინციდენტი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, საბოლოოდ […]
საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა
საფრანგეთის ნაკრების მეკარეს სტივ მანდანდას კორონავირუსი დაუდასტურდა. მარსელის “ოლიმპიკის” გოლკიპერი ამჟამად ეროვნული გუნდის შეკრებაზე იმყოფება, სადაც COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. უეფას დადგენილების თანახმად, “მამლების” მთელმა შემადგენლობამ PCR ტესტი ხელმეორედ ჩაიტარა, დადებითი პასუხი კი მხოლოდ 35 წლის კარის დარაჯმა მიიღო. ამრიგად, მანდანდა შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩასატარებელ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს და […]
მარსელმა საფრანგეთის მე-4 ლიგის გუნდთან მე-20 წამზე კურიოზული გოლი გაუშვა (ვიდეო)
ოფიციალურად: მიტროღლუ ერედივიზიონში ითამაშებს
ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ კონსტანტინოს მიტროღლუ კარიერას ჰოლანდიის ჩემპიონატში გააგრძელებს. ბერძენი თავდამსხმელი იჯარის წესით “პსვ”-ში გადავიდა, სადაც ერთ სეზონს გაატარებს. ჰოლანდიელებს მიტროღლუს არენდის სანაცვლოდ მარსელის “ოლიმპიკისთვის” 1,25 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ. სწორედ ფრანგული კლუბის საკუთრებაა 31 წლის შემტევი. კონსტანტინოს მიტროღლუ გასულ სეზონში განათხოვრებული “გალასათარაიში” იყო. მან თურქეთში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.