მადრიდის ,,რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, მარსელო ,,ოლიმპიაკოსში” ითამაშებს. ინფორმაციას ბერძნული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ბრაზილიელმა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ,,ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდა ოლიმპიაკოსში!” – წერს ბერძნული კლუბი სოციალურ ქსელში. მარსელომ კარიერის უდიდესი ნაწილი ,,რეალში” გაატარა, სადაც 25 ტიტული მოიგო. 34 წლის მცველმა ,,სამეფო გუნდის” მაისურით ჩატარებულ 546 შეხვედრაში 38 გოლი […]