15 წელი დაუვიწყარი მილანური დერბიდან
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არაერთი დაუვიწყარი მატჩი გამართულა. ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა კი 2005 წელს “სან სიროზე”, “მილანისა” და “ინტერს” შორის შედგა. დერბი “დელა მადონინა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიმართა. იმ დროს ორივე კლუბის რიგებში ლეგენდები ასპარეზობდნენ. “მილანში” კაფუ, ზეედორფი, პირლო, შევჩენკო, ნესტა მალდინი და სხვა რასკვლავები ირიცხებოდნენ, ხოლო “ინტერში”, კამბიასო, ვერონი, ძანეტი, ადრიანო, სტანკოვიჩი და ა.შ […]
იბრაჰიმოვიჩი: “მატერაცი პირდაპირ საავადმყოფოში გავაგზავნე”
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მატერაცისთან დაკავშირებით პატარა ისტორია გაიხსენა. -“”იუვენტუსში” ასპარეზობისას, როდესაც ერთხელ “ინტერს” ვეთამაშებოდით, მარკო მატერაცი ისე უხეშად მეთამაშა, თითქოს “ასასინის” მებრძოლი ვყოფილიყავი. მისმა დარტყმამ დამაზიანა და ფეხი ძალიან მეტკინა, მან კი ბოდიშიც არ მომიხადა. 4 წლის შემდეგ, როდესაც უკვე “მილანში” ვთამაშობდი, “დელა მადონინას” დროს მარკოს “ტაეკვანდოს” ილეთი გავუკეთე და ისე დავაგდე მინდორზე. […]