სოლსკიაერს პოჩეტინო ჩაანაცვლებს?!
პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, “უოტფორდთან” განცდილი მარცხის (4:1) შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლეს. ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვების შემდეგ, ბრიტანულ მედია საშუალებებში სპეკულაციების ახალი ტალთა აგორდა. არაერთი გავლენიანი ბრიტანული ტაბლოიდი ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელად მაურისიო პოჩეტინოს ასახელებს. წყაროს მტკიცებით, ნორვეგიელის პოტენციურ შემცვლელთა შორის “სპურსის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლიდერობს. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის […]
პოჩეტინომ განმარტა, რატომ შეცვალა მესი ლილთან მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ისაუბრა ლეო მესის მდგომარეობაზე, რომელიც სპეციალისტმა ,,ლილთან” მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ, მოედნიდან გაიყვანა: ,,სიახლე მესის შესახებ? უნდა დაველოდოთ, შესვენებაზე ექიმებთან ვისაუბრეთ. მისი ცვლილება სიფრთხილით იყო გამოწვეული, მას თამაშის გაგრძელება არ შეეძლო. იმედი გვაქვს, ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს და მომავალ მატჩში თამაშს შეძლებს,” – განაცხადა პოჩეტინომ. ფრანგული პრესის ცნობით, […]
სულშერის შემცვლელი – ვინ არის სერ ალექსის ფავორიტი?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სულშერი “წითელი ეშმაკების” ცუდი სათამაშო ფორმის გამო, ბოლო კვირის განმავლობაში, მსოფლიო ფეხბურთში კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობიექტია. ნორვეგილ სპეციალისტს როგორც გუნდის შიგნით, ისე მის გარეთ მხარდამჭერიც ბევრი ჰყავს და კრიტიკოსიც, თუმცა ბოლო მონაცემებით, ხელმძღვანელობა მას ნდობას ისევ უცხადებს და მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიან პერიოდს აძლევს. მიუხედავად ამისა, ბრიტანულ და არამხოლოდ ბრიტანულ […]
პოჩეტინომ მესის ცვლილების მიზეზი განმარტა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “პსჟ” “ლიონს” დაუპირისპირდა. პარიზში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის 76-ე წუთზე, იმ დროს, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში (1:1) ფიქსირდებოდა, მაურისიო პოჩეტინომ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ლეო მესი შეცვალა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შეცვლის გამო, გაკვირვება ვერ დამალა. პარიზული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა მესის ცვლილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, […]
პოჩეტინო: ,,გულშემატკივრების მხრიდან მბაპეს მისამართით სტვენა არ გამიგია”
,,სტრასბურთან” საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა კილიან მბაპეს გვარის გამოცხადებისას დაუსტვინეს. ფრანგულ პრესაში ეს გავრცელებული ჭორებით ახსნეს – ბოლო დროს ხშირად იწერება, რომ კილიანს პარიზული კლუბიდან წასვლა სურს. გუშინდელ ინციდენტზე ,,პსჟ-ის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ისაუბრა: ,,სტვენა არ გამიგია… მბაპეთი ძალიან კმაყოფილი ვარ, ის მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რისი გაკეთებაც […]
პოჩეტინომ პსჟ-ს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტა სთხოვა. ინფორმაციას Goal-ი ავრცელებს. გამოცემა არგენტინელის გადაწყვეტილების მიზეზად ,,რეალ მადრიდისა” და ლონდონის ,,ტოტენჰემის” დაინტერესებას ასახელებს. პოჩეტინოს, რომელმაც ,,პსჟ” მიმდინარე წლის 2 იანვარს ჩაიბარა, პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით აკავშირებს. სპეციალისტმა ,,პარი სენ ჟერმენთან” ერთად სადებიუტო სეზონში საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო. Mauricio […]
რეალი სასურველ მწვრთნელს ეძებს | სავარაუდო სიას პოჩეტინო ლიდერობს
მას შემდეგ რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, ესპანელებმა ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყეს. მადრიდული კლუბის მთავარ სამიზნედ, 49 სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინოა შერჩეული. პოჩეტინო ამჟამად პარიზულ გრანდს, “პსჟ”-ს წვრთნის, რომელთან ერთადაც ვერც ჩემპიონთა ლიგაზე და ვერც შიდა ჩემპიონატში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა მიუხედავად ამისა არგენტინელი მწვრთნელის კარიერული წარმატების გათვალისწინებით ესპანური გუნდისთვის ის მაინც […]
პოჩეტინომ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა
,,პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს თქმით, კილიან მბაპეს ,,მეცთან” მატჩში მიღებული ტრავმის გამო, ,,მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება: ,,მბაპემ ბარძაყი დაიზიანა. ვიმედოვნებ, რომ ტრავმა სერიოზული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მცირე დაზიანებაც კი შეიძლება, მტკივნეული იყოს, კილიანი ცვლილების დროს მშვიდად გამოიყურებოდა. არ ვფიქრობ, რომ ოთხშაბათს მის თამაშს (სიტისთან დაპირისპირებაში) საფრთხე ემუქრება,” – […]
მაურისიო პოჩეტინომ კილიან მბაპეს მომავალზე ისაუბრა
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გამოთქვა აზრი თავისი გუნდის სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ, რომლითაც, სხვადასხვა მედია საშუალების ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” არის დაინტერესებული. “მბაპე მიდის “რეალში”? მთელი ძალით ვიბრძოლებ, რომ კილიანი აქ, “პსჟ-ში” დარჩეს. ჩვენი კლუბი ყველაფერს აკეთებს, რომ ნეიმარი და მბაპე დარჩეს. ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ კილიანი დარჩება. ორივე მოთამაშეს […]
ლიონი 2:4 პსჟ (მიმოხილვა)
პსჟ 1:1 ბარსელონა (მიმოხილვა)
რა უთხრა მბაპემ პოჩეტინოს ბარსელონასთან მატჩამდე
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში “პსჟ”-მ სტუმრად “ბარსელონა” 1:4 დაამარცხა. პარიზელებმა მბაპეს ჰეთ-თრიქითა და მოიზე კინის გოლით მოიგეს. ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ თამაშის შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა. მან მბაპესთან დიალოგი და ფეხბურთელის დაპირება გაიხსენა. “კილიანმა მკითხა, “კამპ ნოუზე” რამდენჯერ მოგიგია? მე ვუპასუხე – “მხოლოდ ერთხელ”, შემდეგ კი მითხრა, რომ ხვალ “ბარსელონას” […]