მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოსთან მოლაპარაკებები დაიწყო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, თურქულ “ბასაქშეჰირთან” – 1:2 მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სულშერის პოზიციები შესუსტდა. ინგლისური პრესა ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნორვეგიელ სპეციალისტს დაკავებულ თანამდებობაზე სულ ცოტა დროის გატარება მოუწევს და მისთვის წამზომი უკვე ჩართულია. საინტერესოა, რომ უკვე გაჟღერდა იმ ადამიანების გვარები, რომლებიც სულშერის პოტენციურ […]
სონი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა
“ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰიუნ-მინ სონი ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა. სამხრეთკორეელმა ფეხბურთელმა “დეზებს” “ბარნლის” კარში გატანილი ერთადერთი გოლით მორიგი 3 ქულა მოუტანა და პირად აქტივში საოცარი სტატისტიკური მაჩვენებლები შეიტანა. 28 წლის შემტევი გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც 6-ზე მეტი გოლი გაიტანა თავისი კლუბის პირველ სამ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სონს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 8 გატანილი გოლი აქვს, […]
ჟოზე მოურინიო: “ეს პოჩეტინოს დამსახურებაა, ყველაფერს მე ვერ დავიბრალებ”
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სონ ჰიუ მინსა და ჰარი კეინის ურთიერთობა დადებითად შეაფასა. პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩში 26 ოქტომბერს, “ბარნლისთან” (1:0), კეინის პასით სამხრეთკორეელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში სონის აქტივში უკვე 8 გოლია, ინგლისელის მხარეს კი 8 საგოლე გადაცემა. “მათი ურთიერთგაგება მაურიციო პოჩეტინოს დროიდან იწყება. არ მინდა მთელი დამსახურება საკუთარ თავზე […]
მაურიციო პოჩეტინო: “მესი ყველგან საუკეთესო იქნება”
“ესპანიოლის” და “ტოტენჰემის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ ლეო მესის მიერ “ბარსელონას” დატოვების შესაძლებლობა განიხილა. “ყველაფერი შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ მესის ყველგან შეუძლია ითამაშოს, სადაც მოისურვებს – ესპანეთში თუ პრემიერლიგაში. მას შეუძლია, რომ ნებისმიერ ჩემპიონატში საუკეთესო გახდეს”, – თქვა არგენტინელმა თანამემამულის შესახებ. ჯერჯერობით მესის და ბართომეუს დაპიისპირების საბოლოო შედეგი უცნობია, მაგრამ უდიდესი ალბათობით, არგენტინელ […]
იუვენტუსმა პირველი სამიზნე აირჩია – მოლაპარაკებები დაწყებულია
ტურინის იუვენტუსმა მაურიციო სარი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ოფიციალურად დაითხოვა. იტალიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონი გუნდი მწვრთნელის გარეშე იმყოფება და დიდია ალბათობა იმისა, რომ სპორტულ დირექტორსაც გამოეთხოვოს. ერთი სიტყვით, “ბებერი ქალბატონის” რიგებში დიდი წმენდაა დაგეგმილი, თუმცა ამ აურზაურში უკვე გამოიკვეთა იმ სპეციალისტის ვინაობა, რომლის თავკაცობითაც “ზებრების” მესვეურები განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან. საუბარი მაურიციო პოჩეტინოს ეხება. არგენტინელ სპეციალისტს “იუვეს” […]
პოჩეტინომ მონაკოს უარი უთხრა – არგენტინელს დიდი ამბიციები აქვს
“მონაკოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ფრანგულ კლუბს ნიკო კოვაჩი უხელმძღვანელებს. თუმცა, შესაძლოა ხორვატი სპეციალისტის ადგილას მაურიციო პოჩეტინო აღმოჩენილიყო. The Athletic-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის რობერტო მორენოს გათავისუფლების შემდეგ, პირველი, ვისაც “მონაკოს” ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, სწორედ არგენტინელი იყო. “ტოტენჰემის” ყოფილმა მესაჭემ “მონაკოს” უარი უთხრა, რადგან მას გაცილებით დიდი ამბიციები აქვს და უფრო მაღალი კლასის გუნდში […]
ჰარი კეინი: “მოურინიომ ტოტენჰემს თავისი ხელი დაატყო”
ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის შეხვედრაში, “ლესტერთან (3:0) გამარჯვების შემდეგ, “ტოტენჰემის” ლიდერმა ჰარი კეინმა თავისი გუნდის თამაშზე და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა. “ჟოზე მოურინიოსთვის “ტოტენჰემში” მოსვლა და გუნდისთვის საკუთარი ხელის დატყობა რთული იყო, მაგრამ ბოლო 3 გამარჯვების მეშვეობით ჩვენ ეს შევძელით. “ლესტერი” ერთ-ერთია იმ გუნდთაგან, რომელსაც მე ხშირად ვუტან. მას მერე, რაც გოლი გავიტანეთ, თამაშზე […]
პოჩეტინომ ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა
არგენტინელი სპეციალისტი რამდენიმე თვის წინ “ტოტენჰემიდან” დაითხოვეს და ჯერჯერობით პოჩეტინო თავისუფალი მწვრთნელია. მის სახელს არაერთ კლუბს უკავშირებენ, მაგრამ ხმამაღალ განცხადებას ჯერ არავინ აკეთებს. როგორჩ ჩანს მაურიციოს თავისი თანამემამულე ლაუტარო მარტინესი ძალიან მოსწონს. “ლაუტარო თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია.” “მარტინესი დღეს საოცრებებს აკეთებს, მაგრამ მნიშვნელოვანი ის უფრო არის, თუ რამხელა პოტენციალი აქვს მას” “ლაუტარო მარტინესის სახელს ძალიან […]
პოჩეტინოს შესაძლოა ტოტენჰემისთვის ფულის გადახდა მოუწიოს
შესაძლოა, მაურიციო პოჩეტინოს “ტოტენჰემისთვის” დიდძალი თანხის გადახდა მოუხდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არგენტინელი სპეციალისტი ინგლისის პრემიერლიგაში მოთამაშე რომელიმე კლუბის გაწვრთნას გადაწყვეტს. კონტრაქტს ნაადრევად გაწყვეტის გამო, “დეზებმა” პოჩეტინოს 12 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ, თუმცა წინასწარ შეთანხმებული პირობების თანახმად, უშუალო კონკურენტში დასაქმების შემთხვევაში, 47 წლის არგენტინელი თანხის ნაწილს საყვარელ კლუბში დააბრუნებს. ამის ალბათობა დიდია, ვინაიდან უნაი […]
პოჩეტინო მმართველებმა დაიბარეს
ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო კლუბის პრეზიდენტ დანიელ ლევის შეხვდა და არსებული რთული მდგომარეობის შესახებ ესაუბრა. “დეზებმა” პრემიერ ლიგაში 12 ტურის შემდეგ არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენეს, გუნდის რამდენიმე ლიდერს კი მთავარი მწვრთნელის შეცვლა სურს. როგორც ინგლისელები წერენ, არგენტინელ სპეციალისტს სიტუაციის გამოსასწორებლად კლუბის ხელმძღვანელობამ გარკვეული დრო მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას “სპურსიდან” გაუშვებენ. თუმცა, ეს ლონდონელებს ძვირად დაუჯდებათ […]
პოჩეტინოს ვადა მისცეს, არგენტინელი ჩემოდნებზე ზის
“ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ შესაძლოა მიმდინარე სეზონი ბოლომდე ვერ ჩაამთავროს. ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ფინალისტმა მიმდინარე გათამაშება არადამაჯერებლად დაიწყო და გარდა იმისა, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მიუნხენის “ბაიერნთან” 2:7 განადგურდა, პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ, მეცხრე ადგილზეა. ასეთი შედეგებით “დეზების” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა და არგენტინელი სპეციალისტის დათხოვნას არ გამორიცხავს. The Telegraph-ი იმასაც წერს, უფროსებმა პოჩეტინოს […]
პოჩეტინო: “გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა”
ტურნირის ვიცე-ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ტოტენჰემმა” ლონდონში, “ცრვენა ზვეზდა” – 5:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ “დეზების” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ, რომლის გუნდმაც სეზონი არასტაბილურად დაიწყო, კომენტარი გააკეთა. “მატჩის შედეგი მნიშვნელოვანი იყო ორი მიზეზის გამო: პირველი, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ და მეორე, რომ გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კმაყოფილი ვარ. სასიამოვნო […]