მაურიციო სარი: “ნაპოლის ჩემპიონობა გამიხარდება”
“ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის შეხვედრაში “სასუოლოსთან”, საშინაო კედლებში – 2:0 გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და ყოფილი კლუბის, “ნაპოლის” პოტენციური ჩემპიონობის შესახებ ისაუბრა. “მოხარული ვარ, რომ “ნაპოლი” სკუდეტოს მოიგებს, ბავშვობაში სწორედ ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. სიამოვნებას მანიჭებს, რომ ისინი იგებენ. გასაგებია, რომ ვისურვებდი იქ მოხვედრას. შესაძლოა “ლაციოსთან” ერთად მოვიგო? ამას დიდი ხანი დასჭირდება […]
სერია A-ს თვის საუკეთესო მწვრთნელად მაურისიო სარი დასახელდა
მაურისიო სარი სერია A-ს, მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. 64 წლის სპეციალისტს ჯილდო “ლაციო” “იუვენტუსის” მატჩის წინ გადაეცემა. ჯილდო მიანიჭა სპორტული გაზეთების დირექტორებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, რომლებიც აფასებდნენ ცალკეულ მწვრთნელებს ტექნიკურ-სპორტული კრიტერიუმების და მათი გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით, ასევე მატჩების დროს შენარჩუნებული ქცევის/სამართლიანი თამაშის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში სარის გაწვრთნილმა “ლაციომ” 3 მატჩი გამართა […]
სარი: ,,სპალეტი მეფე გახდება”
რომის ,,ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ,,ნაპოლისთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა მეტოქის წინააღმდეგ, რომელიც თავისთვის ცალკე სეზონს ატარებს და რომელმაც, მგონი, საკუთარ სტადიონზე 11 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ასე რომ, აქ მოგება ბევრს ნიშნავს. ყურადღების, ფოკუსირების, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით, მაღალი დონის შესრულება იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მეტი შეგვიძლია. ჩვენი […]
იტალიური მედია: “მაურიციო სარის კვარაცხელიას წაყვანა იუვენტუსში სურდა, მაგრამ უარი უთხრეს”
იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას სერია A-ში თამაში რამდენიმე წლის წინაც შეეძლო. საქმე ეხება იმ პერიოდს, როცა მისი გუნდში მიყვანა მაურიციო სარის სურდა, თუმცა გამოცდილ სპეციალისტს ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ ამ ტრანსფერზე უარი უთხრა. “ხვიჩა კვარაცხელიას, “ნაპოლის” ახალ ქართველ ფენომენს, ჯერ კიდევ 3 წლის წინ შეეძლო იტალიის გაოცება, როცა […]
რომადან ლაციოში – პედრო პრინციპული მეტოქის ბანაკს შეუერთდა
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი, პედრო როდრიგესი კარიერას “რომადან” თანაქალაქურ “ლაციოში” გააგრძელებს. ესპანელმა ვინგერმა “ჯალოროსი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “არწივებთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ფეხბურთელის მიერ “მგლების” დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიო იყო, რომელთანაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს დალაგებული ურთიერთობა არც ლონდონის “ჩელსიში” ჰქონია, პორტუგალიელის გუნდში მისვლის შემდეგ კი მხარეებმა ერთად თანამშრომლობის გაგრძელება არ განიზრახეს. […]
ოფიციალურად | მაურიციო სარი ლაციოს მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მომდევნო სეზონიდან, მაურიციო სარი “ლაციოს” გაწვრთნის: იტალიელმა სპეციალისტმა რომაულ გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 62 წლის სარი “ლაციოს” სიმონე ინძაგის წასვლის შემდეგ შეუერთდა. თავის მხრივ, სიმონე ინძაგი “ინტერში” გადაბარგდა, სადაც ის ანტონიო კონტეს ჩაანაცვლებს. ცნობილია, რომ გუნდის გასაძლიერებლად, სარის “ლაციოში” ისეთი ფეხბურთელების გადაბირება სურს, რომელთანაც მას უკვე უმუშავია. იტალიური მედიის თანახმად, სიის სათავეში “ჩელსის” ფეხბურთელი, რუბენ […]
მაურიციო სარი ლაციოს ჩაიბარებს?!
იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სიმონე ინძაგის მაურიციო სარი ჩაანაცვლებს. Corriere dello Sport-ის მტკიცებით, მაურიციო სარი “ლაციოს” პრეზიდენტს უკვე ესაუბრა და მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. 2019-20 წლების სეზონში, სარის მეთაურობით “იუვენტუსმა” ზედიზედ მე-9 სკუდეტო მოიპოვა. სერია ა-ს ტრიუმფით დასრულების შემდეგ, სარიმ “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. იტალიაში დაბრუნებამდე სარი […]
იმედგაცრუება | ლამპარდმა დუმილი დაარღვია
“ჩელსი” პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, რის გამოც 25 იანვარს, “სტემფორდ ბრიჯის” ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფრენკ ლამპარდმა დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სიტუაციის გამოსწორებისა და “ჩელსის” მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა. მაურიციო სარის გათავისუფლების შემდეგ, “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა დაიკავა – ლონდონური კლუბის მენეჯერის პოსტზე მოღვაწეობის 18-თვიანი პერიოდი, ლამპარდისთვის […]
მაურიციო სარი იუვენტუსს უჩივის – ბიანკონერი კომპენსაციას არ იხდის
ტურინის “იუვენტუსის” და მაურიციო სარის ურთიერთობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლოა გაცილებით მწვავეც გახდეს. იტალიელი სპეციალისტი “ბებერ ქალბატონს” კონტრაქტის გაწყვეტით გამოწვეული კომპენსაციის მიღებას სთხოვს, რაც ბონუსების გარდა 5 მილიონ ევროს უდრის. თავის მხრივ, “ბიანკონერი“, რომელშიც არაერთი პრობლემაა, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას არ აპირებს, 61 წლის სპეციალისტი კი წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში იჩივლებს. სარიმ “ზებრების” მესაჭის პოსტი […]
ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”
სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა. “ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა. “ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში. Quindi ora devo chiamarti […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება
მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება. როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს. მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი. უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და […]