ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა, 2022 წლის სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა. გუნდში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი (კურტუა, მოდრიჩი, ბენზემა) მადრიდის ,,რეალიდანაა”. თერთმეტეულში მოხვდა ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, კაზემიროც, რომელმაც გასული სეზონი ,,სამეფო გუნდში” გაატარა. 2022 წლის სიმბოლური გუნდი L’Equipe-ს ვერსიით: მეკარე – ტიბო კურტუა მცველები – ტეო ერნანდესი, კაილ უოკერი, ვირჯილ ვან დეიკი, იოშკო გვარდიოლი […]