მეისონ მაუნტმა ,,ჩელსიდან” წასვლის შესახებ განაცხადა. ფეხბურთელმა გადაწყვეტილების შესახებ გულშემატკივრებს რამდენიმე წუთის წინ ამცნო: ,,ბოლო 6 თვის განმავლობაში გავრცელებული სპეკულაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს თქვენთვის მოულოდნელი არ იყოს, მაგრამ ეს არ მიმარტივებს იმის თქმას, რომ ჩელსის დატოვება გადავწყვიტე. ვფიქრობ, რომ თქვენ იმაზე უფრო მეტს იმსახურებთ, ვიდრე წერილობითი განცხადებაა, ამიტომ, მინდა, პირდაპირ გითხრათ, რამდენად მადლობელი ვარ თქვენი […]