გუშინ მექსიკის ლიგაში ერთმანეთს “ამერიკა” და “ლეონი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ამ შეხვედრაში ეს არ ყოფილა. 66-ე წუთზე, მაშინ როცა “ლეონის” ფეხბურთელები ჩათვლილ გოლს აპროტესტებდნენ, მატჩის მთავრმა არბიტრმა ერთ-ერთ ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა. ასეთი ქმედების გამო, ფერნანდო ერნანდესს სასჯელის სახით, 15 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 50 ათასზე მეტი მექსიკური პესოს გადახდა მოუწევს.