EPCR | ფოკუსირება შავ ლომზე!
მომავალ სეზონში “შავი ლომი” ისტორიას დაწერს, როდესაც გახდება პირველი ქართული ფრენჩაიზი, რომელიც EPCR-ის ეგიდით ორგანიზებულ პროფესიონალურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. 2023/24 წლების სეზონში, “შავი ლომი” მიწვეული გუნდის სტატუსით “ჩელენჯ ქაფზე” იასპარეზებს. EPCR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი სტატია განთავსდა, რომელიც “შავი ლომის” ისტორიას, ამჟამინდელ მდგომარეობასა და სამომავლო პერსპექტივას ეხება. პირველი ქართული ფრენჩაიზი მესამე ჯგუფში: ორი ყოფილი ჩემპიონის – […]
ბორჯღალოსნები | მზადების პირველი კვირა
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის “შევარდენზე” ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო: “პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და […]
სად არის საქართველო მსოფლიომდე 4 თვით ადრე? – RUGBYRAMA ბორჯღალოსნებით კიდევ ერთხელ დაინტერესდა
წელს საფრანგეთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრესტიჟულ სარაგბო ღონისძიებას – მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად 20 ნაკრები იბრძოლებს, საიდანაც ერთ-ერთ- საქართველოც არის. “ბორჯღალოსნები” ტურნირის პირველ მატჩს 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 4 თვე რჩება და გავლენიანი სარაგბო გამოცემა RUGBYRAMA ქართველთა ბანაკში არსებული სიტუაციით დაინტერესდა. “ევროპული რაგბის ამომავალი ვარსკვლავი საქართველო 2023 წლის მსოფლიო […]
მერაბ შარიქაძე: “გვაქვს იმის პერსპექტივა, რომ პლეი-ოფში გავიდეთ…”
მსოფლიო რაგბმა (World Rugby) საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ ვრცელი სტატია დაწერა. მსოფლიო რაგბის წარმომადგენლებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანთან – მერაბ შარიქაძესთან ისაუბრეს. კაპიტანი მერაბ შარიქაძე თვლის, რომ “ბორჯღალოსნებისთვის” მნიშვნელოვანი იყო, რომ უელსის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების შემდეგ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტიტული მოეპოვებინათ. საქართველომ გასული წლის ნოემბერში, მთელი სარაგბო საზოგადოება […]
მერაბ შარიქაძე: „ტურნირის მოგება ხარისხიანი თამაშებით დავიმსახურეთ“
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მე-15-ედ მოგება დაიმსახურა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 6 ლელო გაუტანა და 38:11 სძლია. „ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; […]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პორტუგალიასთან გასამართ ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი მოცემულობიდან, მგონი, მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და გულდასაწყვეტია, რომ ეს ფინალი ესპანეთში ტარდება და არა საქართველოში, თუმცა კარგად უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის. ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიმბოლურთან ერთად, ძალიან პრინციპულიცაა. მინდა გითხრათ, […]
რაგბი ევროპა | საქართველო ტიტულს ფინალში დაიცავს
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება. გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ევროპაზე ბადალი არ ყავთ ეს ფაქტი ბადახოსში ძახილის ნიშნით უნდა დაასრულონ. ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ რუმინეთთან, საქართველომ წელს საუკეთესო თამაშის […]
რუმინეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ შეაფასეს: ,,ლევან მაისაშვილი – ,,შარშანდელი თამაში რუმინეთთან ჩვენთვის მოულოდნელობა იყო, რამდენიმე კომპონენტში დაგვჩაგრეს (რაქი, მოლი, შერკინება) და ისე გამოვიდა, რომ მეტოქე ვერ დავაფასეთ. რუმინეთი არის ძალისმიერი ნაკრები და დღეს ამ ყველაფერზე პასუხი გავეცით, დღეს ვდომინირებდით ამ ყველა […]
მერაბ შარიქაძის ლელო რუმინეთის წინააღმდეგ | VIDEO
„შარშან რუმინელები მომზადებულები დაგვხვდნენ, სიურპრიზები შემოგვთავაზეს და ცოტა გაგვირთულდა თამაში. ამიტომ მათთვის მთელ რიგ კომპონენტებში პასუხი გვაქვს გასაცემი“ – ამბობს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რუმინეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე. საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში „მუხებს“ 5 მარტს, 16 საათზე „ავჭალაზე“ მასპინძლობს. რუმინელებისთვის პასუხის გაცემისა და ფინალის საგზურის მოპოვების გარდა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენს მორაგბეებს მოტივაციას […]
მერაბ შარიქაძე: ,,უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი თავს მოიტყუებს, თითქოს, ეს არ მომხდარა”
უელსთან მოგებული შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ, ვასკა ლობჟანიძემ, შეაფასეს: მერაბ შარიქაძე – ,,უსამართლობა იქნება, თუ მსოფლიო რაგბი თავს მოიტყუებს, თითქოს, ეს არ მომხდარა. ის, რომ წელს ორი უმაღლესი დონის გუნდი დავამარცხეთ, ბევრზე მეტყველებს, არა? იმედია, ისინი გვიყურებენ. ამპარტავანი არ ვარ, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მომხდარის იგნორირებას არ ეცდებიან. […]
მერაბ შარიქაძე: ,,ამ მსაჯმა საფრანგეთთან მატჩში იმსაჯა და 12 შეცდომა დაუშვა”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, სამოასთან წაგებული მატჩი შეაფასა: ,,ბევრი რომ არ ვისაუბრო მსაჯზე, იმედია რაგბის მესვეურები გადაახვევენ და ნახავენ ამ მატჩს. ზოგადად, ბევრ მომენტში ბევრი საყოყმანო გადაწყვეტილება მიიღო და არ ვიცი… ამ მსაჯზე ბევრჯერ მითქვამს, რომ ძალიან ცუდად მსაჯობს. არ ვიცი, რა ვთქვა… ეს იგივე მსაჯი იყო, ვინც ჩვენი მატჩი საფრანგეთთან იმსაჯა და […]