მესუთ იოზილი თურქეთის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მესუთ იოზილი პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. თურქულ მედიაში გავრცელებული და დადასტურებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალისა” და ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, თურქეთის მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად იქნება დასახელებული. იოზილი, რომელმაც გასულ თვეში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თურქეთის პარლამენტის პოტენციური კანდიდატი გახდა. გაზეთი “Turkiye” წერს, რომ იოზილი მომავალ არჩევნებში პარლამენტის […]
მესუთ იოზილმა კარიერა დაასრულა
34 წლის ასაკში, მესუთ ოზილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მადრიდის “რეალისა” და “არსენალის” ყოფილმა გამთამაშებელმა გადაწყვეტილება გულშემატკივარს სოციალური ქსელით შეატყობინა. “ყველას მოგესალმებით, დიდხნიანი ფიქრისა და განსჯის შემდეგ, პროფესიულ ფეხბურთს ვტოვებ. მქონდა პატივი, პროფესიონალურ დონეზე 17 წლის განმავლობაში მეთამაშა. ამ შესაძლებლობისთვის ძალიან მადლიერი ვარ. გასული კვირებისა და თვეების განმავლობაში, ტრავმებმა შემაწუხა და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ფეხბურთის […]
“არ არის ბენზემა, არ არის წვეულება” – მესუთ იოზილი მუნდიალის ფინალს გამოეხმაურა
დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში, რომლის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. სამხრეთ ამერიკელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს. ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სკალონის გუნდი შეხვედრას დამაჯერებლად 2:0 იგებდა, თუმცა, მბაპეს დუბლით საფრანგეთმა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. დამატებით დროში არგენტინა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ მბაპემ ისევ გაიტანა და პენალტების სერია გაიმართა, სადაც არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულეს. […]
მესუთ იოზილი: “მიეცით ჩემს ბიჭს – ბენზემას, ოქროს ბურთი…”
ახლახანს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი, სადაც მანჩესტერ “სიტიმ” მადრიდის “რეალი” 4:3 დაამარცხა. მადრიდის “რეალისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა – მესუთ იოზილმა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გერმანელმა ფეხბურთელმა “Twitter”-ზე პოსტი ბენზემას მიუძღვნა: “მიეცით ჩემს ბიჭს – ბენზემას, ოქროს ბურთი”. What a fantastic game 🤯 Give my […]
ობამეიანგი, იოზილი და სხვები – რა თანხა გაანიავა არსენალმა უფასო ტრანსფერებით?
სულ რამდენიმე ხნის წინ დადასტურდა რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ევროპულ მედიაში ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ცნობა ოფიციალურად კატალონიურმა გრანდმა დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ გაბონელმა თავდამსხმელმა ლონდონის “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. არადა, ოთხი წლის წინ აფრიკელი ფეხბურთელი “მეთოფეებს” თავიანთ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხის, 65 მილიონი ევროს გადახდის სანაცვლოდ შეუერთდა. ოფიციალურად: ობამეიანგი ბარსელონას […]
ზინჩენკოს და იოზილის ქველმოქმედება: უკრაინაში ბავშვებს ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ
უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ “ფენერბახჩეს” შემტევთან, მესუთ იოზილთან ერთად საქველმოქმედო საქმის გაკეთება დაიწყო. გერმანელმა და უკრაინელმა ფეხბურთელებმა, ამ უკანასკნელის სამშობლოში საკუთარი ფინანსებით გერმანელი პლასტიკური მედიცინის სპეციალისტის, კლაუს ექსნერის ჩასვლა დააფინანსეს. ქალაქ ლვოვში გერმანელი ექიმი 1 კვირის განმავლობაში ოპერაციებს უფასოდ დააფინანსებს. აღნიშნული აქცია ორგანიზაციის BigShoe-ის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც მსგავს პროექტს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ […]
ფენერბახჩემ იოზილი წარადგინა: გერმანელი უცნაური ნომრით ითამაშებს
“ფენერბახჩემ” კლუბის ვარსკვლავური ახალწვეული მესუთ იოზილი ოფიციალურად წარადგინა. Mesut Özil! 💛💙 #FenerSignMesut pic.twitter.com/vkZpHRGcoW — Fenerbahçe SK (@Fenerbahce) January 27, 2021 პრეზენტაციიდან, რომლის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალაც სოციალურ ქსელში განთავსდა, აჩვენებს, რომ გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ახალ კლუბში საკმაოდ უცნაური, 67-ნომრიანი მაისური აირჩია. აქამდე, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს ოთხი სხვადასხვა ნომრით უთამაშია, ესენია: 17, 23, […]
ოფიციალურად: იოზილი ფენერბახჩეს ფეხბურთელია
32 წლის გერმანელი შემტევი ნახევარმცველი მესუთ იოზილი ოფიციალურად “ფენერბახჩეს” ფეხბურთელია. თურქულ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერმანელი ნახევარმცველი ახალ კლუბში ანაზღაურების სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს. Yeni transferimiz Mesut Özil, @AcibademSaglik Altunizade Hastanesi’nde sağlık kontrolünden geçti. pic.twitter.com/iJ6zXSp3XG — Fenerbahçe SK (@Fenerbahce) January 24, 2021 გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონის […]
არსენალმა 190 მილიონად შეძენილი ფეხბურთელები უფასოდ გაუშვა
კორონავირუსის პანდემიამ ლონდონის “არსენალზე” განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა, რამაც გუნდიდან მესუთ იოზილის და სოკრატის პაპასტატოპულოსის წასვლა გამოიწვია. ფინანსური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ გუნდს სრულიად უსასყიდლოდ ტოვებენ ის ფეხბურთელები, რომლებშიც თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა იყო გადახდილი. მონაცემების დაჯამების შემდეგ დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, “მეთოფეებმა” ჯამში 190 მილიონი ევრო გაანიავეს, კონკრეტულად […]
რამდენჯერმე შემცირებული ხელფასი – იოზილის ანაზღაურება ფენერბახჩეში ცნობილია
გასულ კვირას მესუთ იოზილისა და “არსენალის” ურთიერთობა დასრულდა – გამოცდილმა ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და “ფენერბახჩეში” გადავიდა. როგორც ცნობილია, იოზილი თურქეთში ანაზღაურების სერიოზულ შემცირებას დათანხმდა. მესუთის ანაზღაურება კვირაში 67 300 ევრო იქნება, რაც “არსენალის” გასამრჯელოსთან შედარებით 5-ჯერ ცოტაა. 2018 წელს გახანგძლივებული კონტრაქტის თანახმად, 32 წლის შემტევი ნახევარმცველი “მეთოფეებისგან” კვირაში 350 000 ევროს იღებდა. ესპანური […]
იოზილი კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ 8 მილიონს შეელევა
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს მესუთ იოზილს კლუბის დატოვება იმდენად სურს, რომ მზადაა სანაცვლოდ კუთვნილ ანაზღაურებასაც შეელიოს. გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში სრულდება, იქამდე კი მან კლუბის მხრიდან 7.8 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. 32 წლის ფეხბურთელი ამ თანხის მიღებაზე უარს აცხადებს, სანაცვლოდ კი ითხოვს, რომ კლუბმა მას “ფენერბახშეში” გადასვლის ნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსვე მისცეს. რამდენიმე დღის წინ, […]
“ვინ თქვა, რომ მის შეძენას ვაპირებთ?!” – მოურინიომ იოზილს უპასუხა
ლონდონის “არსენალის” მეათე ნომერმა მესუთ იოზილმა, რომელიც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, “მეთოფეთა” გულშემატკივრის შეკითხვას, აპირებს თუ არა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “ტოტენჰემში” გადაბარგებას, უპასუხა, რომ ურჩევნია კარიერა დაასრულოს. ცხადია, “დეზების” ენამწარე დამრიგებლის პასუხმაც არ დააყოვნა. ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტმა გერმანელი გამთამაშებლის სიტყვები შეახსენა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: “ვინ გითხრათ, […]