“არ არის ბენზემა, არ არის წვეულება” – მესუთ იოზილი მუნდიალის ფინალს გამოეხმაურა
დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში, რომლის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. სამხრეთ ამერიკელებმა ჩემპიონობა ისტორიაში მესამედ იზეიმეს. ფინალი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. სკალონის გუნდი შეხვედრას დამაჯერებლად 2:0 იგებდა, თუმცა, მბაპეს დუბლით საფრანგეთმა შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხა. დამატებით დროში არგენტინა კვლავ წინ გავიდა, მაგრამ მბაპემ ისევ გაიტანა და პენალტების სერია გაიმართა, სადაც არგენტინელებმა თერთმეტმეტრიანები უკეთ შეასრულეს. […]
“ვინ თქვა, რომ მის შეძენას ვაპირებთ?!” – მოურინიომ იოზილს უპასუხა
ლონდონის “არსენალის” მეათე ნომერმა მესუთ იოზილმა, რომელიც ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, “მეთოფეთა” გულშემატკივრის შეკითხვას, აპირებს თუ არა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “ტოტენჰემში” გადაბარგებას, უპასუხა, რომ ურჩევნია კარიერა დაასრულოს. ცხადია, “დეზების” ენამწარე დამრიგებლის პასუხმაც არ დააყოვნა. ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტმა გერმანელი გამთამაშებლის სიტყვები შეახსენა და კომენტარის გაკეთება სთხოვა, რაზეც პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასე უპასუხა: “ვინ გითხრათ, […]
25 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა
თანამედროვე ფეხბურთში, პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო ფილოსოფიის აქტიურად დანერგვამ ნახევარმცველების და შესაბამისად პასების მნიშვნელობა ორმაგად გაზარდა. ამ პოზიციის ფეხბურთელთა ერთ-ერთ უმთავრეს საქმესაც ხომ თავდამსხმელების საგოლე გადაცემებით მომარაგება წარმოადგენს. ბოლო წლებში, ბევრ ისეთი ფეხბურთელი გავიცანით და შევიყვარეთ, ვინც თავისი მაგიური პასის ხელოვნებით და საგოლე მომენტის შექმნის ოსტატობით მოგვხიბლა. მესუთ იოზილი, კევინ დე ბრუინე, ჩავი, ანდრეს ინიესტა და სხვები, […]
არსენალმა 190 მილიონად შეძენილი ფეხბურთელები უფასოდ გაუშვა
კორონავირუსის პანდემიამ ლონდონის “არსენალზე” განსაკუთრებულად მძიმედ იმოქმედა, რამაც გუნდიდან მესუთ იოზილის და სოკრატის პაპასტატოპულოსის წასვლა გამოიწვია. ფინანსური კრიზისის ფონზე, კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ გუნდს სრულიად უსასყიდლოდ ტოვებენ ის ფეხბურთელები, რომლებშიც თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა იყო გადახდილი. მონაცემების დაჯამების შემდეგ დადგინდა, რომ 2020 წლის ზაფხულის შემდეგ, “მეთოფეებმა” ჯამში 190 მილიონი ევრო გაანიავეს, კონკრეტულად […]
ვენგერი: “იოზილი კომფორტის ზონაშია”
ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი, მესუთ იოზილი ცუდ ფორმაშია. გერმანელი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე თამაშობდა. “მეთოფეების” ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მესუთის პრობლემებზე ისაუბრა: “როდესაც ფეხბურთელს 5 წლით ვყიდულობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე კარგი მოთამაშე გვეყოლება. თუმცა, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე დაიხარჯება. შესაძლოა, ფეხბურთელი კომფორტის […]
ზინჩენკოს და იოზილის ქველმოქმედება: უკრაინაში ბავშვებს ოპერაციებს უფასოდ ჩაუტარებენ
უკრაინის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ “ფენერბახჩეს” შემტევთან, მესუთ იოზილთან ერთად საქველმოქმედო საქმის გაკეთება დაიწყო. გერმანელმა და უკრაინელმა ფეხბურთელებმა, ამ უკანასკნელის სამშობლოში საკუთარი ფინანსებით გერმანელი პლასტიკური მედიცინის სპეციალისტის, კლაუს ექსნერის ჩასვლა დააფინანსეს. ქალაქ ლვოვში გერმანელი ექიმი 1 კვირის განმავლობაში ოპერაციებს უფასოდ დააფინანსებს. აღნიშნული აქცია ორგანიზაციის BigShoe-ის ფარგლებში მოქმედებს, რომელიც მსგავს პროექტს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ […]
თურქული გრანდი იოზილის თაობაზე მართავს მოლაპარაკებებს
“ფენერბახჩეს” წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ მესუთ იოზილის ტრანსფერს. გავრცელებული ინფორმაციით, “ფენერბახჩესა” და “არსენალის” მესვეურებს შორის იოზილის იჯარის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წყაროს მტკიცებით, “არსენალის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იოზილის სათამაშო ფორმით, რის გამოც “მეთოფეები” მზად არიან 30 წლის ფეხბურთელი იჯარით გაუშვან და მისი ხელფასის ნაწილი თავად გადაიხადონ. “არსენალის” რიგებში იოზილი კვირაში £350.000 იღებს.
იოზილი | ფენერბახჩე ან MLS-ი!
მესუთ იოზილის კარიერა ლონდონში დასასრულს უახლოვდება. 2018 წელს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი და “სამეფო კლუბის” ყოფილი ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ იოზილი “მეთოფეების” ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება – პოსტ-ვენგერისეულ “არსენალში” მისი ადგილი აღარაა. მიკელ არტეტამ მტკიცედ მიანიშნა, რომ იოზილი მის ფავორიტთა შორის არაა და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, […]
იოზილი და კოლაშინაცი არსენალის ვარჯიშს დაუბრუნდნენ
რამდენიმე კვირის წინ სეად კოლაშინაცმა მესუთ იოზილის ავტომობილი მძარცველებისგან იხსნა. დაპირისპირების ამსახველი კადრები ერთ-ერთმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ ფაქტის შემდეგ კოლაშინაცი და იოზილი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ, ასევე ისინი თითქმის ყოველდღიურად პოლიციასთან თანამშრომბლობდნენ და ამ ფაქტის გამო მათ პრემიერ ლიგის 1 ტურის მატჩი გამოტოვეს. დღეს კი მესუთ იოზილი და სეად კოლაშინაცი ვარჯიშს დაუბრუნდნენ და უნდა ვივარაუდოდ, რომ […]
იოზილი იტალიაში მიდის
ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი მესუთ იოზილი, კლუბის დატოვებას და იტალიაში გადაბარგებას ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გეგმავს. ბრიტანული პრესის ცნობით “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა იოზილს უკვე აუწყა რომ იგი მის გეგმებში არ შედის და კარისკენ მიუთითა, ნახევარმცველმა თავისი თავი “იუვენტუსსა” და “ინტერს” შეახსენა, რომლებიც ადრეულ წლებში მას აკვირდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ “ბებერი ქალბატონი” და “ნერაძური” იოზილს ჯერ კიდევ “რეალში” […]
იოზილი კლუბიდან წასვლის სანაცვლოდ 8 მილიონს შეელევა
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველს მესუთ იოზილს კლუბის დატოვება იმდენად სურს, რომ მზადაა სანაცვლოდ კუთვნილ ანაზღაურებასაც შეელიოს. გერმანელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში სრულდება, იქამდე კი მან კლუბის მხრიდან 7.8 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. 32 წლის ფეხბურთელი ამ თანხის მიღებაზე უარს აცხადებს, სანაცვლოდ კი ითხოვს, რომ კლუბმა მას “ფენერბახშეში” გადასვლის ნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსვე მისცეს. რამდენიმე დღის წინ, […]
იოზილი რუნის კვალდაკვალ?!
მესუთ იოზილის კოშმარი “არსენალში” დასასრულს უახლოვდება. 2018 წელს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი და “რეალის” ყოფილი ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. პოსტ ვენგერისეულ “არსენალში” იოზილის ადგილი აღარაა – მიუხედავად ამისა, იგი კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად რჩება. მიკელ არტეტამ მტკიცედ მიანიშნა, რომ იოზილი მის ფავორიტთა შორის არაა და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, იგი […]