16 წლის წინ, ივნისის დასაწყისში, ჟოზე მოურინიო ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკუთარ თავს “განსაკუთრებული” უწოდა, რაც ინგლისურ მედიაში ყბადაღებულ თემად იქცა. ერთი რამის თქმა კი შეიძლება – რომან აბრამოვიჩის ფინანსური მხარდაჭერის ფონზე, მოურინიომ “ჩელსი” ნამდვილად განსაკუთრებულ გუნდად აქცია, რაც წარმატებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგიც იყო. აბრამოვიჩმა მოურინიოს “ჩელსიში” მიყვანა მისი ტრიუმფის შემდეგ […]