იურგენ კლინსმანი, ბერლინის “ჰერტას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. გერმანიის საფეხბურთო ლეგენდამ “ჰერტას” ხელმძღვანელის პოსტზე ანტე ჩოვიჩი ჩაანაცვლა. “ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის უმძიმესი იყო, რადგან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ანტე ჩოვიჩი ჰერტას წევრი იყო. ის გუნდს მთელი ენერგიით და მომდომებით უძღვებოდა, თუმცა უკანასკნელი შედეგების ფონზე, გადავწყვიტეთ რომ გუნდში სიახლე იყო საჭირო,” განაცხადა “ჰერტას” სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ პრეცმა. ანტე […]